თეგებით ძიება
29. 04. 2022 COVID - 19

"პანდემია არ დამთავებულა. "ომიკრონი" დასასრულის დასაწყისი არ არის" - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის, გიორგი ფხაკაძის განცხადებით, კოვიდპანდემია არ დასრულებულა.

"სახელმწიფომ ოფიციალურად აღიარა ის, რასაც ფხაკაძე გაუჩერებლად ამბობს! მერამდენედ, თვლა ამერია! უკვე მერამდენედ დადასტურდა გიორგი ფხაკაძის ნათქვამი, ბოლო 2 წელიწადში, ჩემი აზრით, 99%-ით. თქვენ რას ფიქრობთ?!…

დიახ, პანდემია არ დამთავებულა. დიახ, ომიკრონი დასასრულის დასაწყისი არ არის!
რეიტინგის მონები და პოლიტიკურად ანგაჟირებული სუბიექტები (ლურჯ/წითლები და ასე შემდეგ) ახლა რას იტყვით?!
ისე ქნა ამ ლურჯ/წითელმა ბნელიტამ, რომ მოსახლეობას უკვე აღარავისი სჯერა! პრინციპში, მიაღწიეს თავის მიზანს…
ქართულ საზოგადოებას მუდმივად უნდა უმტკიცო ყველაფერი, ვინაიდან არაპროფესიონალ და არაკომპეტენტურ გარემოში ცხოვრობენ და უკვირთ, როცა საერთაშორისო დონის ექსპერტი უანგაროდ ესაუბრება და უზიარებს მოსახლეობას მეცნიერულ, მაღალი დონის, აკადემიურ, უახლეს ინფორმაციას მარტივ ენაზე, რომელსაც ხულოელი ბებო მაროც კი იგებს.

ასევე უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვეულებრივი აკადემიური და მეცნიერული გათვლა მოსახლეობას ჰგონია “წინასწარმეტყველება”, “მაგიური” და ათასი მისტიური რამ, როცა ეს მხოლოდ და მხოლოდ მეცნიერებაა.
ჯანმრთელობას გისურვებთ!", - წერს ფხაკაძე.
#drpkhakadze


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა