თეგებით ძიება

"იბრძოდა მშვიდობისთვის, 6 შვილისთვის და 4 შვილიშვილისთვის…" - უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ცოლი

უკრაინაში, იზიუმში დაღუპული ქართველი მებრძოლის, ვიტალი ორბელაძის ცოლი, ოლენა ივანივნა ემოციურ წერილს აქვეყნებს.

"გუშინ დავგეგმეთ ცხოვრება ომი შემდეგ, როცა მთელი ოჯახი სადღესასწაულო სუფრაზე შეიკრიბება და მტრებზე გამარჯვების დღეს აღნიშნავს. დღეს გავიგე, როგორ დაუნდობლად გვართმევს ომი საყვარელ ადამიანებს. ჩემი ქმარი, ვიტალი ზურაბოვიჩ ორბელაძე სულ რაღაც 46 წლის იყო და ის უკვე ნესტიან მიწაში წევს, ზეციდან უყურებს თავის შვილებსა და შვილიშვილებს. ის მშვიდობისთვის იბრძოდა, თავისი ექვსი შვილისთვის: რომანისთვის, რუსლანისთვის, ვალიასთვის, ვირასთვის, მაშასთვის, კაროლინკასთვის (ყველაზე უმცროსი 2012 წელს არის დაბადებული) და ოთხი შვილიშვილისთვის: ვიტალი, დენისი, მარიანა და ანგელინა. ის იყო მამაცი, სასოწარკვეთილი, ძალიან მოსიყვარულე ქმარი, მამა და ბაბუა. მიუხედავად იმისა, რომ ხუთი მათგანი არ იყო მისი ბიოლოგიური შვილი, მან შეძლო გამხდარიყო მათი დამრიგებელი ერთგული მეგობარი, რომლისთვისაც შეეძლოთ გაჭირვების დროს მიემართათ. ჩვენი ორი შვილი, რომანი და რუსლანი ახლაც ჯარში არიან და ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძვიან.

ომამდე ვიტალი მხარში ედგა თითოეულ შვილს და მონაწილეობდა შვილიშვილების უმეტესობის აღზრდაში. სიტყვას ყოველთვის ასრულებდა და ცდილობდა ცოტათი მაინც გაეხარებინა ყველა. კიევში გადასვლის შემდეგ, ბინა ვიქირავეთ. ის მუშაობდა შემდუღებლად მაღალსართულიან შენობებზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროფესიაა ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობისთვის. დარწმუნებული ვარ, ის დაამახსოვრდებათ როგორც შრომისმოყვარე, ძალიან ხალისიანი კაცი.

დღეს არა მარტო მე დავკარგე ქმარი, არამედ ჩემმა შვილებმა დაკარგეს მამა, შვილიშვილებმა - ბაბუა, მეგობრებმა - ერთგული ძმა. ის სამუდამო დარჩება ჩვენს გულებში...

ომი უნებართვოდ შემოდის ჩვენს სახლებში და ერთადერთი გზა, რაც რჩებათ ჩვენს კაცებს ბრძოლის ველზე წასვლა, ოჯახის თავისუფლებისა და სიმშვიდისთვის ბრძოლაა. თავად სიტყვა "ომი" ტკივილსა და სიძულვილს გაგრძნობინებს, რადგან ყველამ ვიცით, რა საშინელებაა აფეთქებების ხმების მოსმენა და არა მარტო ქმრის, არამედ ვაჟების დაბრუნების მოლოდინი ფრონტის წინა ხაზიდან. შეუძლებელია გადმოსცე ის ტკივილი, რომელსაც გრძნობ. ჩემს ქვეშ სამყარო უბრალოდ დაინგრა", - წერს ოლენა ივანივნა.

შეგახსენებთ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ უკვე 10 ქართველი მებრძოლია დაღუპული.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა