თეგებით ძიება

"თავდაცვის ძალები და ეკლესია ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტებია" - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ვაზიანში, თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ ნდობის კუთხით, თავდაცვის ძალები და ეკლესია ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტებია.

"დასახული გრძელვადიანი გეგმის მიხედვით ჩვენ შევძლებთ ჩვენი ჯარის კიდევ უფრო გაძლიერებას, მზადყოფნისა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას, მნიშვნელოვნად გაზრდას. დღევანდელ დღეს მინდა, ასევე მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობრებს, პარტნიორებს - აშშ-ს, NATO-ს წევრ ქვეყნებს, ყველას, ვინც მხარს უჭერს, ეხმარება ჩვენი ჯარის გაძლიერებას.

დღეს, თავდაცვის ძალები ნდობის კუთხით, ეკლესიასთან ერთად, არის ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტი საქართველოში. ეს, რა თქმა უნდა, თქვენი, თითოეული სამხედროს დამსახურებაა. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ერთგული სამსახურისთვის, გისურვებთ წარმატებას და გამარჯვებას ყველგან. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი!" - განაცხადა ღარიბაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა