თეგებით ძიება

მოვისმინეთ წუხილი, რომ პატიმარს თურმე რაღაც კომფორტი დაერღვა - ღარიბაშვილი სააკაშვილზე

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის პატიმარზე საუბარს არ აპირებს და თუ რაიმე კითხვა აქვთ, შეუძლიათ პენიტენციურ სამსახურს მიმართონ.

„იცით, რომ 24 საათის განმავლობაში არამხოლოდ თქვენს მიერ ნახსენებ პატიმარს, არამედ ყველა პატიმარს უტარდება მონიტორინგი, კვლევა, აქვს სრული კომფორტი, არა ისეთი, როგორიც მანამდე იყო სააკაშვილის დროს, როცა პატიმრებს აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, სცემდნენ და კლავდნენ პირდაპირ, არამედ იქ არის, რომ იტყვიან, სრული კომფორტი შექმნილი პატიმრებისთვის, ნორმალური პირობები, შესანიშნავი კვება. ასე, რომ არავითარი კითხვა უნდა არსებობდეს. გასაგებია, მოვისმინეთ წუხილი, რომ პატიმარს თურმე რაღაც კომფორტი დაერღვა. ყველა პატიმარს აქვს კომფორტი დარღვეული, იმიტომ, რომ შეზღუდული აქვს თავისუფლება. ბუნებრივია ეს“, - აცხადებს ღარიბაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა