თეგებით ძიება

სააკაშვილი საშიშ ზღვარზე - გახდება თუ არა დავით სერგეენკოს ბრძანება პრეზიდენტის ციხიდან სამკურნალოდ გაშვების საფუძველი?

სახალხო დამცველის სამედიცინო კონსილიუმის ექიმი თენგიზ წულაძე "ტვ პირველთან" ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილს დაუსვეს დიაგნოზი კოდით M62. 5. ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს 2013 წლის 15 თებერვლის ბრძანებით, კი ეს დიაგნოზი იმ ჩამონათვალშია, რომელიც პატიმრის ციხიდან გათავისუფლების საფუძველი უნდა გახდეს. (მინისტრის ეს ბრძანება დღემდე მოქმედია).

ცნობილია, რომ სააკაშვილის კუნთების განლევა აქვს და პროცესი სწრაფი ტემპით პროგრესირდება.

ექიმი ლევან ფერაძე "ტვ პირველთან" ამბობს, რომ ჯანდაცვის მინისრის მოქმედი ბრძანება მიხეილ სააკაშვილს უნდა შეეხოს.

"თუ ამ ბრძანებაში სასწრაფოდ არ შეიტანეს ცვლილება, აღნიშნული დოკუმენტი მიხეილ სააკაშვილზეც აუცილებლად უნდა გავრცელდეს" - ამბობს მედიკოსი.

"განლეულია მისი კუნთების მასა, რაც ძალიან სახიფათოა, იმიტომ, რომ კუნთების განლევა ნიშნავს, რომ შეუქცევადი პროცესებია. ორგანიზმი მოიხმარს საკუთარ ცილებს, რაც შესაძლოა კატასტროფული დამძიმების საფუძველი გახდეს, თუ ადამიანმა არ დაიწყო ადეკვატური კვება, ადეკვატური კვება რომ დაიწყოს, მას უნდა ჩაუტარდეს კომპლექსური მკურნალობა"- აცხადებს ექიმი გიორგი გრიგოლია.

ამასთან ირკვევა, რომ სააკაშვილი კიდურებს ვეღარ გრძობს და ეს სახალხო დამცველის სსამედიიცნო კონსიულმა ბოლო ინსტრუმენატალური გამოკვლების დროს დაადგინა.

მედიკოსები "შაბათის ეთერთან" ამბობენ, რომ კუნთვანი მასის კლება მხოლოდ წონაზე არ აისახება. საქართველოს მესამე პრეზიდტს ორგანოების კუნთოების ატროფია ეწყება, რაც მათ გათიშვვას გამოიწვევს.

"ტვ პირველის" გამომძიებელ ჟურნალისტებს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი წერს, რომ კვებითი აშლილილობა - ანორექსია სჭირს.
ექიმები ანორექსიის სამ ფაზას ასახელებენ - პირველი - როცა ადამიანს მხოლოდ ჭამის შიში აქვს, მეორე - როცა დაავადება მძიმდება და პირღებინება ეწყებათ, ბოლოს კი უკვე კახექსია ვითარდება. სააკაშვილის დაავადების მეორე ფაზა აქვს, ორგანიზმი საკვებს ვერ იღებს.

ექიმების განცხადებით, ორგანიზმი იმდენად დასუსტებულია, რომ ნებისმიერ დროს შესაძლოა ახლმა დაავადებამ იჩინოს თავი.

ლეტალური შედეგი შესაძლოა დადგეს ნებისმიერ დროს, ერთ საათში, რამდენიმე დღეში"- ამბობს "შაბათის ეთერთან" ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, ზურაბ გურული.

"სააკაშვილი არ არის რიგითი პატიმარი"- ამბობს გურული, ის კოლეგბს თბილისში მოუწოდებს იყვნენ უფრო თამამები და ბოლომდე თქვან, რა შეილება მოხდეს თუ სააკაშვილი ამავე ციხეში დარჩება.


წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა