თეგებით ძიება

"მალე სიარულს საერთოდ ვერ შევძლებ" - სააკაშვილის ექსკლუზიური ინტერვიუ "ნოდარ მელაძის შაბათისთვის"

"არ დამრჩა ბევრი დრო, ალბათ მალე სიარულს საერთოდ ვერ შევძლებ"- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ნოდარ მელაძის შაბათისთვის" გამოგზავნილ ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს.

"უკვე 1-2 თვეა ორგანიზმი პრაქტიკულად ვერ იღებს საკვებს. ანორექსია არის პირდაპირი შედეგი წამების და პოსტტრამვული სინდრომის" - წერია "ტვ პირველისთვის" გამოგზავნილ წერილში.

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მძიმე დაავადებას ვეღარ უმკლავდება.

"ახლა ძირითადად წოლით რეჟიმში ვარ, როგორც ვიღაცებს გონიათ, აქ განწყობის საკითხი კი არ არის, ეს ანორექსია რაც დამმართეს, არის მძიმე ორგანული დაავადება, რასაც მარტო რა თქმა უნდა, მარტო ვერ გავუმკლავდები. არ დამრჩა ბევრი დრო, ალბათ მალე სიარულს საერთოდ ვერ შევძლებ. საზოგადოების ყურადღებას და სოლიდარობას ძალიან ვაფასებ"- აღნიშნავს სააკაშვილი.

დადასტურებულია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს კუნთების განლევა აქვს და პროცესი სწრაფი ტემპით პროგრესირდება. ექიმები ამბობენ, რომ სააკაშვილს კუნთოების ატროფია ეწყება, რაც მათ გათიშვვას გამოიწვევს.


წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა