თეგებით ძიება

მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემა ან გათავისუფლება გამორიცხულია - ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, "მიხეილ სააკაშვილი ყველანაირი პირობებით არის უზრუნველყოფილი, ბუნებრივია, ამ პასუხისმგებლობით გაგრძელდება მოქმედება, დანარჩენი არის თავად პატიმრის პასუხისმგებლობა".

„ბუნებრივია, როდესაც რაღაც ანონსი სრულ სიცრუეზე და სიყალბეზეა აგებული, მას ვერანაირი წარმატება ვერ ექნება. პატიმრის ჯანმრთელობის დაცვა არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა და ამ კუთხით, ყველაფერი კეთდება. მიხეილ სააკაშვილი ყველანაირი პირობებით არის უზრუნველყოფილი, ბუნებრივია, ამ პასუხისმგებლობით გაგრძელდება მოქმედება, დანარჩენი არის თავად პატიმრის პასუხისმგებლობა.

მათ აქციებს მხარდაჭერა ვერ ექნება, ვინაიდან ხალხი „ნაცმოძრაობას“ არ უჭერს მხარს, მათი დასუსტების ხარჯზე პოლარიზაციის ხარისხი არის შემცირებული, რაც არის კარგი მდგომარეობა და ეს მდგომარეობა უნდა შევინარჩუნოთ. მისი გადაცემა ან გათავისუფლება არის გამორიცხული, თუ ვინმე ახლა ან მომავალში მოითხოვს სააკაშვილის სადმე გადაცემას ან გათავისუფლებას, ამოძრავებს ერთადერთი მიზანი - საქართველოს ომში ჩართვა. ვერანაირ გადაცემაზე, ან გათავისუფლებაზე ვერ იქნება საუბარი, ადამიანი ჩამოვიდა საქართველოში ხელისუფლების გადატრიალებისთვის და დამსახურებულად იხდის სასჯელს.

მარტივად გვაქვს საქმე - მას შეუძლია მიიღოს ცილა და არ იღებს. კეთილი ინებოს სააკაშვილმა, მიიღოს ცილა და დამთავრდება ამით ყველაფერი. ცილას ვერ იღებს ან არ იღებს, რას ჰქვია? თუ არ იღებს, ეს არის შიმშილობის ერთგვარი ფორმა. რატომ ვერ უნდა ჭამდე ხაჭოს ან კვერცხს, ამ დეტალებში მე ვერ შევალ, ჭამოს კვერცხი და ხაჭო, დამთავრდება პრობლემა. მგონი, მან რძის პროდუქტებთან ერთად იმდენი ხანი იმგზავრა, რომ განზიდვა აქვს ამ პროდუქტების მიმართ. სინამდვილეში, ეს შეიძლება, იყოს წინასწარ განზრახული გეგმა“, - აღნიშნა კობახიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა