თეგებით ძიება

სააკაშვილს თუ აქვს ისეთი დაავადება, რაც გათავისუფლებას ან სამკურნალოდ გადაყვანას ექვემდებარება, ამაზე გადაწყვეტილებას ექიმები მიიღებენ - სოზარ სუბარი

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე განცხადება გააკეთა.

„ეს ერთი მხრივ კარგია, რომ ადამიანი ხვდება, დღეს ციხეშია და ქვეყანას იქიდან ვეღარ მართავს, იქიდან კი, მისი განცხადებები და რაღაც მოწოდებები აბსოლუტურად მიუღებელია. ამას თუ გაიაზრებს, ეს თავისთავად ძალიან კარგი იქნება“, – აღნიშნა სუბარმა.

ამასთან, რაც შეეხება ულტიმატუმებს, სუბარის განცხადებით, ულტიმატუმებით არ ხდება პატიმრების გათავისუფლება.

„მას თუ აქვს რაიმე ისეთი დაავადება, რაც გათავისუფლებას ან სამკურნალოდ გადაყვანას ექვემდებარება, ამაზე გადაწყვეტილებას ექიმები მიიღებენ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, „ძალიან მძიმე დღეშია საწყალი სააკაშვილი, თუ ოჯახის წევრების მეტი გულშემატკივარი არავინ დარჩა“.

„კაცი გამოდის სასმართლო პროცესებზე და კატეგორიულად ითხოვს, რომ 200 ათასი კაცი უნდა დადგეს ქუჩაში. მისი პარტიის წევრები გამოდიან და ხელს იშვერენ უცხოეთისკენ, რომ უცხოეთმა რამე თუ არ გვიშველა, ჩვენ არაფრის გამკეთებლები არ ვართო. ამ ფონზე, საბოლოოდ გიული ალასანია იმედადღა დარჩა და კიდევ თაკო ჩარკვიანი ყვირის. არ მგონია, ახლა მათ სააკაშვილს რამე უშველონ“, – განაცხადა სუბარმა.

ამასთან, სოზარ სუბარმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ აქციებთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

„ყოველ დღე ვხედავთ, რომ პირველ სასამართლო პროცესზე თუ ვთქვათ ათასი, შეიძლება ათას ხუთასი კაცი მოვიდა, დღეს 20-30 კაცი მოდის და ხელებგაწვდილი თუ ჯაჭვში არ ჩადგებიან, ქუჩის გადაკეტვას ვერ ახერხებენ. აქედენაც კარგად ჩანს, რამდენად დაბალია ინტერესი დღეს სააკაშვილისა და მისი მოთხოვნების მიმართ“, – განაცხადა სუბარმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა