ბიძინა კულუმბეგოვი მცენარეული ალერგიების შესახებ, მოსახლეობას აფრთხილებს
ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში მცენარეული ალერგიების შესახებ საუბრობს.
"2 დან 8 მაისამდე მცენარეული ალერგენების გავრცელების პროგნოზი:
იფანმა (Fraxinus), ვერხვმა (Populus) და ნეკერჩხალმა (Acer) დაასრულეს ყვავილობა.
ერთ-ერთი მაღალი ალერგენული თვისებების მქონე მცენარის გვარის, კვიპაროსის (Cupressus) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია შემცირდება და დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდება.
რცხილას (Carpinus) და ჭადარის (Platanus) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია შემცირდება და დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდება.
მუხის (Quercus), წიფელის (Fagus) და კაკალის (Juglans) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია არ შეიცვლება და დაბალი კონცენტრაციით დაფიქსირდება.
ფიჭვის (Pinus) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია გაიზრდება და საშუალო ნიშნულზე დაფიქსირდება, მაგრამ მის მტვრის მარცვლებს არ აქვს ალერგენული თვისებები.
ყვავილობა დაიწყო ცხენისწაბლამ (Aesculus) და დაფიქსირდება მისი მტვრის მარცვლებიც ერთეული სახით.
ერთ-ერთი მაღალი ალერგენული თვისებების მქონე ბალახოვანი მცენარეების, მარცვლოვნების (Poaceae) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია გაიზრდება და მაღალ ნიშნულზე დაფიქსირდება.
სოკოების: ალტერნარიას (Alternaria) და კლადოსპორიუმის (Cladosporium) სპორების კონცენტრაცია არ შეიცვლება და დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდება.
ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი!", - წერს ალერგოლოგ-იმუნოლოგი.