TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
"იქნება არასაჭირო სიკვდილი და ინვალიდობა!..." - გიორგი ფხაკაძის საგანგაშო განცხადება
  • "იქნება არასაჭირო სიკვდილი და ინვალიდობა!..." - გიორგი ფხაკაძის საგანგაშო განცხადება

    საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის, პროფესორი გიორგი ფხაკაძის განცხადებით, საქართველოში კოვიდპანდემია არ დასრულებულა.

    "კოვიდმა 5 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა ….
    ასობით მილიონი დაინვალიდდა პოსტ კოვიდის გამო…

    მთელი მსოფლიო დაზარალდა ეკონომიკურად, სოციალურად, ფსიქოლოგიურად, პოლიტიკურად…
    ასობით მეცნიერული სტატია დაიწერა და აღწერილია, თუ რა მუშაობს ამ ვირუსთან ბრძოლაში და რა არ მუშაობს…
    საქართველო არის კლასიკური მაგალითი, თუ რა არ უნდა გააკეთო პანდემიის დროს …
    სხვის შეცდომებზე არ ვსწავლობთ და საკუთარი შეცდომები “წარმატებად” საღდება…
    დღევანდელი მთავრობის გადაწყვეტილება არის ამის ნათელი მაგალითი!
    მოსახლეობა უნდა დავიცვათ ყველგან და ყოველთვის, ამიტომ სანამ მოსახლეობის (5 წლის ასაკიდან) 80% არ აიცრება 3-ჯერ/4-ჯერ ფაიზერით/მოდერნათი პროტოკოლის მიხედვით, ქვეყანაში პანდემია არ დასრულდება!დიახ, არ დასრულდება და იქნება არასაჭირო სიკვდილი და ინვალიდობა!

    პირბადეების ტარებაზე რა გითხრათ, რაც აქამდე არ მითქვამს და, საერთოდ, სამედიცინო პირბადის ცნება ქართულ საზოგადოებაში ვინ შემოიტანა, ესეც ცნობილი ფაქტია…. გამოიყენეთ ფხაკაძის პირბადე!
    არჩევანი თქვენზეა!
    ჯანმრთელობას გისურვებთ…", - წერს ფხაკაძე.

    #drpkhakadze

    1 955 ნახვა
    2-05-2022, 20:10