თეგებით ძიება

სააკაშვილის ჯანმრთელობის პრობლემა მოწესრიგებადია, ამას სჭირდება უბრალოდ ნება და არა სიჯიუტე - მიხეილ სარჯველაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის პრობლემა მოწესრიგებადია, მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებაშივე.

„ჯანმრთელობის იმ მდგომარეობასა და გაუარესებაზე, რომელზეც სააკაშვილის გულშემატკივრები საუბრობენ, აქედან გამოსავალი არ არის ის, რაც მათ მიერ მოთხოვნის სახით არის წამოყენებული, მაგალითად უცხოეთში წაყვანა. პრობლემები, რომლებიც შეიძლება დავსახოთ როგორც პრობლემა სააკაშვილის ჯანმრთელობისა მოწესრიგებადია, მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებაშივე. ამას სჭირდება უბრალოდ ნება და არა სიჯიუტე", - განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, მიხელ სააკაშვილის ოჯახის წევრები მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის მოთხოვნით პერმანენტულ აქციებს გეგმავენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა