თეგებით ძიება

ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება - კარლ ჰარცელი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით შეშფოთებულია.

"მე არ მაქვს ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ პირველწყაროდან, ასევე არ ვარ ექიმი, რომ სწორი შეფასება გავაკეთო. მაგრამ შეშფოთებული ვარ ბოლო დროს მიღებული ცნობებით, მათ შორის სამედიცინო ექსპერტებისგან, მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

ჩემთვის და ევროკავშირისთვის გადამწყვეტი მომენტი არის ის, რომ ბატონი სააკაშვილის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება, არა როგორც პოლიტიკური არჩევანის საკითხზე, არამედ როგორც ადამიანის ფუნდამენტური უფლების საკითხზე", - განაცხადა ჰარცელმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა