"არ დაბოლდე!..." - გიორგი ფხაკაძე მიმართვას ავრცელებს
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის, პროფესორ გიორგი ფხაკაძის პროგნოზით, საქართველოში მორიგი კოვიდაფეთქება უახლოეს თვეებში იქნება.
"არ დაბოლდე! მსოფლიოში დღეისათვის მოსახლეობის 67.1% აცრილია კოვიდვაქცინით ანუ 5 მილიარდზე მეტი ადამიანი აიცრა … როცა ფხაკაძე ამბობს, რომ საქართველო აფრიკის დონემდე არის დასული, აგერ, ბატონო თავად ნახეთ რუკა და პასუხსაც დაინახავთ … აღარ ვიძახი ხარისხიან/ეფექტურ ვაქცინებზე იმოტომაც ზუსტად საქართველოში მორიგი კოვიდაფეთქება ივნის-ივლისშია მოსალოდნელი …. მზად ვართ ? არა! ამათ ხომ თქვეს, რომ კოვიდი საქართველიში აღარ არის, გილოცავთ. თვითონაც დაბოლილები არიან და ხალხსაც აბოლებენ… #არდაბოლდე! ჯანმრთელობას გისურვებთ", - წერს ფხაკაძე. #drpkhakadze