თეგებით ძიება

სააკაშვილს რამე თუ მოუვა ციხეში, სიკვდილის ცელი თითოეული თქვენგანის სახლთან მოვა - გიგი უგულავა "ქართულ ოცნებას" შურისძუიებით ემუქრება

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა "ქართულ ოცნებას" მიმართავს და შურისძიებით ემუქრება, თუ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ციხეში რამე მოუვა.

როგორც პოლიტიკოსმა გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა, მიხეილ სააკაშვილს ციხეში კლავენ.

"სააკაშვილს რამე თუ მოუვა ციხეში, სიკვდილის ცელი თითოეული თქვენგანის სახლთან მოვა", - განაცხადა უგულავამ.

მისივე თქმით, შურისძიებაში მონაწილეობას პირადად ჩაერთვება.

"სააკაშვილს თუ რამე მოუვა, და მღვდლებს ბევრი წესის აგება მოუწევთ", - განაცხადა უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც თვეებია პატიმრობაში იმყოფება, ანორექსია დაუდგინდა. გავრცელებული ინფრმაციით, ის საკვებს ვერ იღებს. ოჯახი და თანამებრძოლები ექსპრეზიდენტის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას მოითხოვენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა