თეგებით ძიება

"სინამდვილეში დაახლოებითაც კი ვერ გავიაზრებ უბედურების განცდის იმ მასშტაბს, რაც ნიკოლოზის და მისი მეუღლის გულში ტრიალებს…" - ნიკოლოზ რაჭველი

საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში ნიკოლოზ წულუკიძის ოჯახში დატრიალებულ ტრაგედიას ეხმაურება.

"ვწერ, ვშლი, ვწერ, ვშლი…
რა წინადადებით უნდა გამოვხატო ის რასაც ახლა განვიცდი, მითუმეტეს მაშინ, როდესაც სინამდვილეში დაახლოებითაც კი ვერ გავიაზრებ უბედურების განცდის იმ მასშტაბს, რაც ჩემი უსაყვარლესი, უძვირფასესი მეგობრის და მისი მეუღლის გულში, სულში და გონებაში ტრიალებს…
ერთადერთი აბსტრაქტული და უმისამართო კითხვა, რაც თავში მომდის არის:
რ ა ტ ო მ ???????????????????????????", - წერს ნიკოლოზ რაჭველი.

შეგახსენებთ, ტელეწამყვანი, ნიკოლოზ წულუკიძის შვილი კორპუსის მე-10 სართულიდან გადავარდა და გარდაიცვალა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა