თეგებით ძიება
03. 10. 2024 სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაზე კიდევ ერთხელ წარადგინეს

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაზეა წარდგენილი. აღსანიშნავია, რომ ზედიზედ მეორე თვეა, რაც 23 წლის ფეხბურთელი ნომინანტებს შორის ხვდება.

იმის გათვალისწინებით, რომ „კვარამ“ სექტემბერში ჩატარებულ სამ მატჩში 2 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასი გააკეთა, მისი შანსები საკმაოდ მაღალია.

კვარაცხელიას გარდა, ნომინანტები არიან გლეისონ ბრემერი იუვენტუსიდან, კრისტიან პულიშიჩი „მილანიდან“, ინტერის ფეხბურთელი ფედერიკო დიმარკო, სანტიაგო კასტრო „ბოლონიიდან“ და „კომოს“ ფეხბურთელი პატრიკ კუტრონე.

ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო სამჯერ აქვს მოგებული 2022/23 წლების სეზონში. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა