თეგებით ძიება

სალომე ზურაბიშვილი პარიზში ემანუელ მაკრონს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი ამ წუთებში ემანუელ მაკრონს ხვდება. შეხვედრა საფრანგეთის პრეზიდენტთან პარიზში, ელისეს სასახლეში მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი რამდენიმე დღეა ევროპელ ლიდერებთან მართავს მოლაპარაკებებს. გუშინ ის ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელსა და ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს ბრიუსელში შეხვდა, იქამდე კი ვარშავაში, პოლონეთის პრეზიდენტს, ანჟეი დუდასა და ბერლინში გერმანიის პრეზიდენტს ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა