სოხუმმა და ცხინვალმა ისრაელის ავიაიერიშები დაგმო
ოკუპირებული აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო უწყებებმა დაგმეს ისრაელის ავიაიერიშები სირიის დედაქალაქ დამასკოზე. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
სოხუმის დე ფაქტო უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისრაელის საჰაერო ძალებმა დამასკოში საცხოვრებელი სახლი დაბომბეს. მისი ცნობთ, ეს ფაქტო სწორედ იმ რაიონში მოხდა, სადაც „აფხაზეთის დიპლომატიური მისია“ მდებარეობს.
ცნობისთვის, სირიამ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 2018 წელს აღიარა. ამის შემდეგ დამასკოში აფხაზეთის საელჩო“ გაიხსნა. საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.
სოხუმმა ისრაელის შეტევები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და მშვიდობიან მოსახლეობაზე
კატეგორიუალდ დაგმო.
"შეტევის შედეგად დაღუპა 3 ადამიანი. ეს ქმედებები საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს ეწინააღმდეგება. ის მიუღებელია და უნდა შეწყდეს. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს აქტი მშვიდობას ვერ მოიტანს, არამედ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში სრულმასშტაბიან ომს გამოიწვევს.
ცხინვალის დე ფაქტო საგარეო უწყებაში ისრაელის ქმედებები ასევე დაგმეს და მას „სირიის რესპუბლიკის და საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა“ უწოდეს. ცხინვალმა მოუწოდა კონფლიქტის ყველა მხარეს არსებული სიტუაციიდან გამოსავლის მოძიება პოლიტიკურ-დიპლომატიური გზით შეეცადონ.