თეგებით ძიება

"მამას ზეციერში გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე ტაატით ცისკენ რაღაცას ანიშნებდა" - ნინო რეხვიაშვილი

პუბლიცისტი, ნინო რეხვიაშვილი ნიკა წულუკიძის ოჯახში დატრიალებულ ტრაგედიას ეხმაურება და წერს:

"ეს ოქროს კულულებიანი ბიჭი, ჯერაც, რომ ვერ გაეგო ცხოვრების ანა-ბანა, მხოლოდ მშობლების თვალით უყურებდა სამყაროს, დედამიწას თავის პაწაწინა ფეხების ნატერფალიც კი ვერ დაამჩნია... მამას ზეციერში გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე ტაატით ცისკენ რაღაცას ანიშნებდა... ნიკა ვერ მიუხვდა სათქმელს... თურმე თავის სამუდამო ადგილსამყოფელს აცნობდა და აი, რამდენიმე დღეში ეს ფრთიანი ანგელოზი მარადიულობაში გადასახლდა, უფალმა გულში ჩაიკრა, მშობლებს კი სამუდამო განსაცდელი მოუვლინა... გული და სული წარსტაცათ... ძნელია ნუგეში... ღმერთო, გააძლებინე ჯერ კიდევ კიტას სითბოთი გაჯერებულ ოჯახს უმისობა მშვიდობით, პატარა ანგელოზო რა ხანმოკლე ყოფილა შენგან სავალი... შეწყვეტილი სიცოცხლე... სულის მარადიულობა... მშობლებს კი სამუდამო განსაცდელი... ღმერთმა შეაძლებინოს მათ ამ სიმძიმილის ზიდვა...", - წერს რეხვიაშვილი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა