თეგებით ძიება

"დედის სულს გაფიცებთ, გადაარჩინეთ მიშა, გააღეთ ციხის კარი” - დარეჯან კუხიანიძე ივანიშვილს მიმართავს

"ქართული ენის ცენტრის” ხელმძღვანელი, ფილოლოგიის მეციერებათა დოქტორი, დარეჯან კუხიანიძე სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხელ სააკაშვილის დამძიმებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოს მთავრობას მის გადარჩენას თხოვს.

"ახლა რასაც ვწერ და რასაც ვაპირებ, არავისთან შემითანხმებია- არც შვილებთან, არც ქმართან, არც 10 შვილიშვილთან და , მითუმეტეს, არც 7 შვილთაშვილთან! არ ვიცი, მოვახეხებ თუ არა, გავიდე პარლამენტთან და დავჯდე,- საკმაოდ ხანდაზმული და არც თუ ჯანმრთელი ქალი , დავჯდე მანამდე ,სანამ არ მოისმენენ ჩემს მუდარასა და ხვეწნას ჩემი ძველი ნაცნობები:

ახლა რასაც ვწერ და რასაც ვაპირებ, არავისთან შემითანხმებია – არც შვილებთან, არც ქმართან, არც 10 შვილიშვილთან და, მითუმეტეს, არც 7 შვილთაშვილთან! არ ვიცი, მოვახეხებ თუ არა, გავიდე პარლამენტთან და დავჯდე,- საკმაოდ ხანდაზმული და არც თუ ჯანმრთელი ქალი, დავჯდე მანამდე, სანამ არ მოისმენენ ჩემს მუდარასა და ხვეწნას ჩემი ძველი ნაცნობები:

1. ირაკლი ღარიბაშვილი (მუდმივი და კარგი ურთიერთობა გვქონდა ფესტივალ ,,ჩვენებურების” გამართვისას).
2. აჩიკო თალაკვაძე – ჩემი ყოფილი სტუდენტი. პარლამენტის წევრი.
3 . გურამ მაჭარაშვილი – პარლამენტის წევრი, ჩვენი ტაძრის სტიქაროსანი, რომელიც დღესაც ჩვენი ოცეულის წევრია მეუღლე ლელასთან ერთად.
4.შალვა პაპუაშვილი – პარლამენტის თავმჯდომარე, ბიჭუნათა ანსამბლ ,,მართვეს” ყოფილი წევრი. ჩემი შვილისა და სხვების ბავშვობის ამხანაგი.
5. მათიკაშვილი ირაკლი. პარლამენტის წევრი.ბიჭუნათა ანსამბლ ,, მართვეს” ყოფილი წევრი. ჩემი შვილისა და სხვების ბავშვობის ამხანაგი.
მინდა ვთხოვო ამ ახალგაზრდებს – გადაურჩინეთ ერთადერთი შვილი ჩემს მეგობარს – გიული ალასანიას! ხომ გყავთ დედები, ხომ გყავთ შვილები! გადაარჩინეთ მიშა-მიქაელი, ნუ დაიდებთ მის ცოდვას, ნუ გაამწარებთ ჩემს მეგობარს, კიდევ სხვებსაც, მამას, ძმებს.

არ მაინტერესებს პოლიტიკური კონტექსტი. ვიღაცას იქნებ ზიანიც მიადგა რეფორმების გატარების დროს, ვიღაც იქნებ უსამართლოდ დაიჩაგრა, მაგრამ იმათაც ვთხოვ – დაივიწყეთ, იყავით მოწყალენი, რომ თქვენც შეგიწყალონ, ნუ ჩაიდებთ ბოღმას და სიძულვილს.. უშველეთ მიშას და საკუთარ თავსაც. სიყვარული თუ არა, თანაგრძნობა გამოიჩინეთ.

ჩემი მეგობარია დედა, რომელიც ერთადერთი შვილისთვის იბრძვის. სიკეთეს ვუსურვებ თქვენს დედებს, შვილებით არ გამწარებულიყვნენ.
P.S. დაბოლოს, ვთხოვ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელზედაც ამბობენ, რომ მას აქვს მიშას ციხის გასაღები. ბატონო ჩემო! არ არის ეს ცხოვრება მარადიული. .ხომ გაგიგიათ – ყველანი სიკვდილის შვილები ვართ. .არავინ შევრჩებით ამ ცისქვეშეთს. კეთილი საქმეც ხომ გაგიკეთებიათ. .ხომ გიყვართ თქვენი შვილები, გიყვარდათ დედა, ქალბატონი ციცინო. მის სულს გაფიცებთ – გთხოვთ, გააღეთ მაგ თქვენი გასაღებით ციხის კარი, გადაარჩინეთ მიშა-მიქაელი!”, - წერს მეციერებათა დოქტორი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა