თეგებით ძიება

საქართველოს მთავრობა გონს უნდა მოვიდეს და დაიკავოს სწორი პოზიციები - იაგო ხვიჩია

„გირჩის“ დეპუტატის, იაგო ხვიჩიას თქმით, საქართველოს მთავრობა გონს უნდა მოვიდეს და დაიკავოს სწორი პოზიციები - გერმანიის მთავრობას არანაკლებ აკრიტიკებს უკრაინა და ნაცვლად იმისა, რომ მათ „ნაცები" ეძახონ, მძიმე არტილერიას უგზავნიან.

„ძალიან ბუნებრივი და მოსალოდნელი იყო ეს განცხადებები, რადგან ჩვენ ბევრად მეტი მოგვეთხოვება, როგორც ოკუპირებულ ქვეყანას, რომელიც ბრძოლაშია, ისევე როგორც უკრაინა. ასეთი ქვეყნისგან ბევრად მეტს ელოდებიან და არა იმ პოზიციას, რაც ახლა საქართველოს მთავრობას უჭირავს, ამიტომ ჩემი აზრით მადლობაც არის სათქმელი, რომ ქართველი ხალხი არ გაგვაიგივა იმ პოზიციასთან, რაც არ გვეკადრება ჩემი აზრით.

ჩემი აზრით, არასწორად გვესმის რასაც გვეუბნებიან, როცა გვაკრიტიკებენ, რომ არსებობს რაღაც ტიპის მოლაპარაკებებს თქვენს და რუსეთს შორის, ვითხოვთ ამის დამადასტურებელ მტკიცებულებებს. მტკიცებულებები თუ დაიდო, მაშინ უნდა დაგასანქცირონ, შესაბამისად, ეს არის პრევენციული ღონისძიება, სადაც შენი მეგობრები გეუბნებიან, რომ „ჩვენ ვიცით რაღაც თქვენს შესახებ და არ გააგრძელოთ ისე, როგორც ჩაფიქრებული გქონდათ". ამიტომ საქართველოს მთავრობა გონს უნდა მოვიდეს და დაიკავოს სწორი პოზიციები, ისევე როგორც გერმანიის მთავრობას არანაკლებ აკრიტიკებს უკრაინა და ნაცვლად იმისა, რომ „ნაცები“ ეძახონ, მძიმე არტილერიას უგზავნიან. ჩვენც მსგავსი პოზიცია უნდა დავიკავოთ და ომში მყოფ ქვეყანას არ უნდა პასუხობდე, რომ „ნაცები“ არიან“, - განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისათვის, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის პოზიცია დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას უპირისპირდება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა