თეგებით ძიება

პოდოლიაკი არის სამარცხვინო არსება - კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, "ასეთი არსებები, როგორიც პოდოლიაკია, არიან სამარცხვინოები".

"ჩემი თხოვნა იქნება, ნახეთ, ვინ არის, რა ცხოვრებით ცხოვრობდა და რას წარმოადგენდა", - განაცხადა კალაძემ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის იმ განცხადებას უპასუხა, სადაც ის ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის რუსი ოლიგარქი, რომელსაც საქართველოს მმართველ გუნდზე გავლენები აქვს.

„ჩვენ არა ერთი სამარცხვინო განცხადება მოგვისმენია და ჩემი თხოვნა იქნება, ძალიან მარტივად, ჩაეძიოთ და მოიძიოთ, ვინ არის პოდოლიაკი. ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას მიიღებთ. მე უკრაინასთან ძალიან მჭიდრო კავშირები მაქვს. წლების განმავლობაში ვცხოვრობდი, იქ ვთამაშობდი და ასეთი არსებები, როგორიც პოდოლიაკია, არიან სამარცხვინო. ჩემი თხოვნა იქნება, ნახეთ, ვინ არის, რა ცხოვრებით ცხოვრობდა და რას წარმოადგენდა ვინმე პოდოლიაკი,“ - განაცხადა კალაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა