თეგებით ძიება

"წარმოუდგენელია ამდენი ტრაგედიის ატანა... ნიუ-იორკში სავალდებულოა ფანჯრების და აივნების გისოსებით დაცვა იქ, სადაც ბავშვები ცხოვრობენ" - ნანა გეგეჭკორი

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი ტელეწამყვან ნიკოლოზ წულუკიძის ოჯახში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და უსაფრთხოების წესებზე წერს, რომლის დაცვა ამერიკაში აუცილებელია.

"წარმოუდგენელია ამდენი ტრაგედიის ატანა... სადაც არ უნდა გაიხედო უბედურება ტრიალებს.
შემძრა პატარას ამბავმა.
რა გახდა პატარების კანონით დაცვა ისევე როგორც ეს ამერიკაშია. თვე არ გავა მსგავსი ისტორია არ მოვისმინოთ.

ნიუ იორკში სავალდებულოა ფანჯრების და აივნების გისოსებით დაცვა იქ სადაც ბავშვები ცხივრობენ. ერთი დღის ბავშვი რომ მოვიყვანე სახლში, "სუპერი (კორპუსის მომლელი)" დაგვადგა შესამოწმებლად იყო თუ არა გისოსები სწორად დამონტაჟებული. კანონის დარღვევა ამ მხრივ შესაბამისად ისჯება. გაგვეცინა ერთი დღის ბავშვს ფანჯარასთან რა კავშირი უნდა ჰქონოდა. აგვიხსნეს რომ კანონია ასეთი და მისი დაცვა სავალდებულოა.
იქნებ სახელმწიფომ იზრუნოს, ვისაც ხმა მიგიწვდებათ, ასე დავიცვათ ცნობისმოყვარე პატარები.

შავი გისოსებით ჩვენი ფანჯრებია. ასე ვხვდები ხოლმე სად ცხოვრობენ ბავშვები ნიუ იორკულ სახლებში. ამ სადარბაზოში მხოლოდ ჩვენ გვყავს პატარები, შესაბამისად შავი გისოსებიც ჩვენს ფანჯრებს გამოარჩევს", - წერს ნანა გეგეჭკორი.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ წულუკიძის მცირეწლოვანი შვილი 4 მაისს ტრაგიკულად დაიღუპა. ბავშვი მე-10 სართულიდან გადავარდა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა