თეგებით ძიება

"აზოვმა" მოიგერია დღევანდელი შტურმი! მდგომარეობა არის ძალინ მძიმე!" - ნიკო მიქაია

სამოქალაქო აქტივისტი, ნიკო მიქაია, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომს აქტიურად აშუქებს, "აზოვსტალში" არსებულ მძიმე ვითარებაზე მის ხელთ არსებულ ინფორმაციას ავრცელებს:

"აზოვსტალი!
მთელი დღეა მეკითხებით მდგონარეობას აზოვსტალში! ვეცდები დავწერო ის, რაც ვიცი!
როგორც წერენ აზოვმა მოიგერია დღევანდელი შტურმი! მიუხედავად ამისა, მდგომარეობა არის ძალინ მძიმე! ორკები აკეთებენ ყველაფერს, რომ როგორმე გაანადგურონ მარიუპოლის მცველები!

ვიქმები პირდაპირი და ვიტყვი, რომ ვითარება არის ძალიან მძიმე! სამწუხაროდ უკრაინის შეიარაღებული ძალები ვერაფრით ვერ ეხმარება აზოვის ბიჭებს! ალყა არის ძალიან მძიმე და სანამ ჰერსონი-ხარკოვის მიმართულებაზე არ იქნება სერიოზული წინსვლა, მანამ დახმარება არის წარმოუდგენელი სამწუხაროდ!
მარიუპოლის დაბრუნება არის დროის საკითხი და უკრაინა აუცილებლად დაიბრუნებს მას!

ახლა მთავარია აზოვის მებრძოლები გადარჩნენ! არ ვიცი სიმართლე გითხრათ როგორ მოხერხდება ეს, მაგრამ იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მარიუპოლის მცველები გადარჩებიან! ვითარებას ამძიმებს ისიც, რომ მებრძოლების დიდი ნაწილი არის დაჭრილი და სამწუხაროდ ბრძოლისუუნარო ამ ეტაპზე!
დღევანდელი შტურმი კი გავმეორდები და გეტყვით, რომ მოგერიებულია! მსხვერპლზე ინფორმაცია არ მაქვს სამწუხაროდ! ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები!

მთავარი კი არის ის, რომ უკრაინა აუცილებლად მოიგებს ომს! რუსეთი დაიშლება! მარიუპოლი და არა მარტო მარიუპოლი დაუბრუნდება უკრაინას!", - წერს ნიკო მიქაია.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა