ჩინეთში კორონავირუსის 5,113 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
Reuters-ის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსის 5,113 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 13 ადამიანი.
დაფიქსირებული ახალი შემთხვევებიდან 4,740 უსიმპტომო იყო.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩინეთში კორონავირუსს 5,141 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.