თეგებით ძიება

ასტროლოგი ასახელებს კონკრეტულ დღეებს, როცა სამყარო ადამიანს აჯილდოებს

ასტროლოგი, ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"წელიწადში 4 ძალზე მნიშვნელოვანი დღე არსებობს, თითო სეზონზე თითო. მათ ე.წ „ავატარებს“, ანუ კარიბჭეებს ეძახიან. ეს 4 დღე, 4 ავატარი განასახიერებს სამყაროს 4 მხარეს, 4 მოციქულს, სფინქსის 4 ნაწილს, მთვარის 4 ფაზას და ყველაფერს, რაც ოთხობითია. მერწყულის მე-15 გრადუსზე ანგელოზია, კუროს 15 გრადუსზე ხარის ავატარია, ლომის მე-15-ზე თავისთავად ლომი, ხოლო ღრიანკალის მე-15-ზე არწივი.

ეს ის დღეებია, რომელიც ზუსტად ზამთრის და ზაფხულის ბუნიაობა-ნაბუნიაობის შუაში ხვდებიან. ( ეს დღეები უწევს 5 თებერვალს, 5 მაისს, 8 აგვისტოს და 8 ნოემბერს.)

ამ დღეებში კოსმოსიდან უზარმაზარი ენერგია შემოდის. ცნობილი გასული საუკუნის ერთ-ერთი საკულტო / ცნობილი ასტროლოგი, დეინ რედიარდი თვლიდა, რომ ადამიანები, ვისი დაბადებაც ავატარზე ხდება, ძალიან რთული კარმის, ძველი სულები არიან და როგორც წესი, რაღაც დიდი მისია აკისრიათ. მთავარია იცოდნენ, ხვდებოდნენ, რაში გამოიყენონ ეს ენერგია კაცობრიობის საკეთილდღეოდ და არა ეგოისტურად, მხოლოდ სათავისოდ.

5 მაისია და ესე იგი ხარის კარიბჭე განიხვნება. ენერგია, რომლითაც კოსმოსი დაგვაჯილდოვებს, დაგვეხმარება მატერიის (და პირველ ყოვლისა, საკუთარი ფიზიკური სხეულის) შეცნობაში, რესურსების დაგროვების უნარის გამომუშავებაში, ფულთან, როგორც ენერგიის ერთ-ერთ სახესთან სწორი მუშაობის უნარის განმტკიცებაში, პრაქტიკული, რეალისტური ამოცანების გადაჭრაში, მიწიერი სიამოვნების ზომიერ მიღებაში, კომფორტის ზონის პოვნაში...", - წერს ნოელი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა