"ამ ზაფხულს, "ომიკრონი" 2-3 ვარიანტი გადაუვლის საქართველოს… " - გიორგი ფხაკაძე მოსახლეობას აფრთხილებს
პროფესორი, გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას აფრთხილებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ ზაფხულში, საქართველოში ომიკრონის რამდენიმე ვარიანტი იცირკულირებს.
"2022 წლის 11 იანვარი, გაფრთხილებდით რომ ომიკრონი გადაუვლის საქართველოს…
მერე, ომიკრონმა გადაუარა საქართველოს…
უკვე რამოდენიმე კვირა გაფრთხილებთ ომიკრონის 5 ახალი ვარიანტიდან 2-3 ვარიანტი ამ ზაფხულს გადაუვლის საქართველოს…
მერე, დაველოდოთ ზაფხულს იტყვით თქვენ, მერამდენეთ…
ვიცი რომ დაიღალეთ, მეც დავიღალე… გაფრთხილებთ, არ მისმენთ, მერე “უი დედა” მერე კი გვიან არის და ვართ ამ წრეზე ბოლო 2 წელი …
შეიარაღდით სწორი ინფორმაციით და იქეთ შეუტიეთ ამ ვირუსს!
ჯანმრთელობას გისურვებთ!", - წერს ფხაკაძე.
#drpkhakadze