"მართალია, საქართველო უფრო ხატია სიჭინავას და ლალი მოროშკინას იდეებს უჭერს მხარს, მაგრამ..." - რას წერს ზაზა წერეთელი?
ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი კოვიდვაქცინაციასთან დაკავშირებით ახალ კვლევაზე სოციალურ ქსელში წერს:
"მართალია საქართველო უფრო ხატია სიჭინავას და ლალი მოროშკინას იდეებს უჭერს მხარს, მაგრამ....
მათემატიკური მოდელირების კვლევის თანახმად, ადამიანები, რომლებიც არ არიან ვაქცინირებული რესპირატორული ვირუსის წინააღმდეგ, როგორიცაა SARS-CoV-2, წარმოადგენენ დიდ ინფექციურ რისკს ვაქცინირებული ადამიანებისთვის.
კვლევამ, რომელმაც მოახდინა ინფექციის სიმულაცია აცრილ და არავაქცინირებულ პოპულაციებში, აჩვენა, რომ რაც უფორ ნაკლებად ირეოდნენ ერთმანეთში ასეთი ჯგუფები კოვიდის შეტევების სიხშირე მცირდება ვაქცინირებულ ადამიანებში (15%-დან 10%-მდე) და იზარდებოდა არავაქცინირებულ ადამიანებში (62%-დან 79%-მდე). არავაქცინირებული ადამიანები ასევე სულ უფრო ხშირად ხდებიან ინფექციის წყარო.
კვლევა გამოქვეყნდა ონლაინ 25 აპრილს კანადის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალში.
მკვლევარებმა გამოიყენეს რესპირატორული ვირუსული დაავადების მოდელი "SARS-CoV-2 ინფექციის მსგავსი Delta ვარიანტით". გამოთვლებში ისინი იყენებდნენ ვირუსის რეპროდუქციის ისეთ მნიშვნელობებს, რომ საშუალება ჰქონოდათ აღებეჭდათ Omicron ვარიანტის დინამიკა, რომელიც იმ დროს იყო გავრცელებული. კვლევაში ვაქცინების ეფექტურობა მერყეობდა 40%-დან 80%-მდე. კვლევა ითვალისწინებდა შერევის სხვადასხვა დონეს ნაწილობრივ ვაქცინირებულ და არავაქცინირებულ მოსახლეობას შორის. შერევა მერყეობდა შემთხვევითი შერევიდან მსგავსის მსგავსთან შერევამდე ("ასორტატიულობა"). მოდელში არსებობდა ადამიანების სამი შესაძლო ჯგუფი: ისინი, ვინც მიჩნეული იყო ინფექციისადმი მგრძნობიარედ, ისინი, რომლებიც ითვლებოდა ინფიცირებულად და გადამდებად და ისინი, რომლებიც განიხილებოდნენ როგორც იმუნიტეტის მქონე გამოჯანმრთელების გამო.
მოდელმა აჩვენა, რომ როგორც კი აცრილ და არავაქცინირებულ პოპულაციებს შორის შერევა გაიზარდა, შემთხვევების რიცხვიც ასევე გაიზარდა, და არავაქცინირებულ ქვეპოპულაციაში შემთხვევები ინფექციების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდა. თუმცა, როცა ამ ჯგუფებს შორის შერევა მცირდება, ავადობის საბოლოო მაჩვენებელი ვაქცინირებულ ადამიანებში მცირდებოდა, მაგრამ შედარებითი რისკის ვაქცინირებულ ადამიანების დაინფიცირებისა გამოწვეული არავაქცინირებულ ადამიანებთან კონტაქტის შედეგად იზრდებოდა .
როდესაც ამ მოდელში ვაქცინაციის მაჩვენებელი გაიზარდა, აცრილებს შორის შემთხვევების რაოდენობა შემცირდა "როგორც მოსალოდნელი იყო, არაპირდაპირი დამცავი ეფექტის გამო", აღნიშნავენ მკვლევარები. მაგრამ ამან ასევე კიდევ უფრო გაზარდა შედარებითი რისკის მაჩვენებელი ვაქცინირებულ ადამიანებისათვის მათ მიერ ვინც არ იყო ვაქცინირებული".
დასკვნები აჩვენებს, რომ ადამიანების მიერ გაკეთებული არჩევანი, რომლებიც უარს ამბობენ ვაქცინაციაზე, არაპროპორციულად უწყობს ხელს რისკის გაზრდას მათ შორისაც ვინც აცრას იკეთებს. მიუხედავად იმისა, რომ ვირუსული პანდემიის დროს ვაქცინაციაზე უარის თქმა ზრდის რისკს ძირითადად არავაქცინირებულებისათვის, ზოგიერთი პირის არჩევანი, რომ უარი თქვას ვაქცინაციაზე, როგორ ჩანს უფრო მეტ ზეგავლენას ახდენს აცრილი ადამიანების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე, ვიდრე არავაქცინირებული ადამიანების წილი მოსახლეობის საერთო რაოდენობაში.
როგორც მკვლევარები ამბობენ მათი მოდელი უზრუნველყოფს ვაქცინის მანდატებისა და პასპორტების მხარდაჭერას ეპიდემიების დროს, და აჩვენებს რომ ვაქცინაცია საჭიროა იმისთვის, რომ ადამიანებს მონაწილეობა მიიღონ არასამუშაო საქმიანობაშიც. მკვლევარების აზრით არჩევანი, რომ არ აიცრა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით, არ უნდა ჩაითვალოს როგორც ეგოისტური, რამეთუ რისკი შეიძლება იყოს ეგოისტური, როდესაც ის გავლენას ახდენს მხოლოდ იმ ადამიანზე, რომელიც ეწევა საქმიანობას. მაგალითისათვის სიგარეტის მოწევა (მარტო, სხვების გარეშე) დროთა განმავლობაში დიდ რისკს ქმნის ამ ადამიანისათის, თუ არავინ ირგვლივ არ არის. ამიტომაც არის რომ მოწევის უფლება საჯარო დახურულ სივრცეებში, როგორიცაა რესტორნები კონტროლდება, რადგან როდესაც სხვა ადამიანები არიან გარშემო, რისკი აღარ არის მხოლოდ საკუთარი თავის მიმართ. თქვენ უქმნით რისკს სხვებსაც"!!!
ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ არავაქცინირებული ადამიანების მიერ შექმნილი რისკები სცილდება ინფიცირების რისკებს რამეთუ ასევე ქმნის რისკს, რომ მათ გარშემო მყოფებმა ვერ მიიღონ საჭირო სამედიცნო დახმარება. ისინი რეკომენდაციას აძლევენ, რომ ვაქცინაციის პოლიტიკის შემუშავებაში გათვალისწინებული უნდა იყოს თანასწორობისა და სამართლიანობის მოსაზრებები იმ ადამიანებისთვის, ვინც აირჩევს აცრას, ისევე როგორც მათ, ვინც არ აპირებს ვაქცინაციას", - წერს ზაზა წერეთელი.