„საქართველოს ფოსტამ“ უკრაინაში 1კგ ტვირთის გაგზავნაზე 115 ლარი დააწესა
უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნა „საქართველოს ფოსტამ“ ისევ ფასიანი გახადა. 1 კილოგრამი ტვირთის ღირებულება 115 ლარია. ინფორმაცია „ბათუმელებს“ „საქართველოს ფოსტაში“ დაუდასტურეს .
ოპერატორის თქმით, უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთი უფასოდ, აქციის ფარგლებში იგზავნებოდა, ახლა კი აქცია დასრულდა.
მედია ოპერატორს ესაუბრა:
ოპერატორს ვკითხეთ, მაშინ, როცა ევროპის მიმართულებით 1კგ-მი ტვირთი 5 ევრომდე ღირს, რატომ ღირს უკრაინაში გაგზავნა 115 ლარი? ოპერატორის თქმით, „ეს სახმელეთო ტარიფია. უკრაინასთან კი სახმელეთო გზავნილები არ არის. ევროპასთანაც, რამდენიმე ქვეყანაა, სადაც სახმელეთო გზავნილები ხორციელდება.
სხვა ქვეყნებთან, მაგალითად გერმანიაში ტვირთის გაგზავნა 5 კილოგრამამდე სახმელეთო გზავნილი ღირს 100 ლარი და 1 კილოგრამის ღირებულება 115 ლარია საჰაერო“, – გვეუბნება ოპერატორი.
წყარო