თეგებით ძიება
11. 05. 2022 COVID - 19

"საქართველოში ახალი ტალღების დარტყმა უფრო რთული იქნება..." - გიორგი ფხაკაძე კორონავირუსის ახალ აფეთქებაზე

პროფსორ, გიორგი ფხაკაძის პროგნოზით, იმის გამო, რომ ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია, საქართველოში კოვიდის ახალი ტალღა უფრო რთული იქნება.

"ზოგადად, მსოფლიოში კოვიდის მაჩვენებელი ნელი ტემპებით 2022 წლის მარტიდან მცირდება და ეს არის ნათელი მაგალითი, თუ როგორ მუშაობს ვაქცინაცია, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი 80% არის მიღწეული.

სამწუხაროდ, ის ქვეყნები, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი 80%-ზე დაბალია, მაგალითად, სამხრეთ აფრიკა და საქართველო, იქ ახალი ტალღების დარტყმა უფრო რთული იქნება (ჰოსპიტალიზაციის მაღალი მაჩვენებელი და სიკვდილიანობა).

სამხრეთ აფრიკაში ომიკრონის BA.4 და BA.5 ვარიანტების მე-5 ტალღა დაიწყო… ცნობისათვის, ამ ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 36% აარის აცრილი… და საქართველოში მხოლოდ 10%-მდე არის აცრილი (ფაიზერის 3 დოზით).

სავარაუდოდ, საქართველო სამხრეთ აფრიკის სცენარით წავა და არა შვეიცარიელი ან ფრანგული სცენარით … ოღონდ 1-2 თვის დაგვიანებით ანუ ივნის/ივლისში.
გამოვიყენოთ ეს 1-2 თვე, რომ მოვემზადოთ!
გავაძლიეროთ ვაქცინაცია ფაიზერით და შემოვიტანოთ მოდერნა.
მოვიმარაგოთ ჟანგბადი.
პირბადეების მარაგი არ შევამციროთ.
სამედიცინო დაწესებულებების გადაიარაღება/გადამზადება.
პროტოკოლების გადასინჯვა და ტრენინგების გაძლიერება.
მოსახლეობის ინფორმირება სწორი საინფორმაციო კამპანიით.
ვიყოთ პრაგმატულები, ფრთხილები და მოვემზადოთ….
ჯანმრთელობას გისურვებთ!", - წერს ფხაკაძე.
#drpkhakadze


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა