თეგებით ძიება

ფინანსების გადანაწილებასთან შეხება არ მქონდა და ძალიან რომ მდომოდა, მილიარდს კი არა, 1000 ლარს ვერ მივითვისებდი - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში, ჯანდაცვის მინისტრის განცხადებაზე ისაუბრა, რომლის თანახმად კლინიკების მხრიდან, სახელმწიფოს მიერ პანდემიის მართვისთვის გამოყოფილი თანხები არამიზნობრივად იხარჯდებოდა.

რაც შეეხება კლინიკების მხრიდან პაციენტების რაოდენობის ხელოვნურ ზრდას, ცერცვაძის თქმით, აღნიშნულ ბრალდებას კატეგორიულად არ ეთანხმება, ვინაიდან პაციენტების ინფიცირების დამადასტურებელი პასუხი რამდენიმე ელექტრონულ ბაზაში იყო ასახული, ამის გათვალისწინებით კი კოვიდპაციენტების რაოდენობის ხელოვნური ზრდა ქვეყანაში ვერ მოხდებოდა. ამასთან, როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, მინისტრს არ ეთანხმება არც იმ შეფასებაში, რომ საჭიროზე მეტი რაოდენობის ცარიელი საწოლების მობილიზება მოხდა.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა ჯანდაცვის მინისტრის განცხადების იმ ნაწილზეც ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხები ექიმებსა და ექთნებთან არ მიდიოდა. როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, მსგავსი რამ მათი კლინიკის მაგალითზე გამორიცხულია და „ძალიანაც რომ სდომოდა, მილიარდს კი არა, 1000 ლარს ვერ მიითვისებდა“.



წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა