თეგებით ძიება

"თუ რამე არგუმენტი მეტყველებს დაკავების სასარგებლოდ, ეს იქნება რუსეთისკენ სავალი გზის დამოკლება" - ნიკა გვარამია

"მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ "ფორმულას" ეთერში ისაუბრა.

"გადაწყვეტილების მოტივაცია ყველა შემთხვევაში იქნება შიში. ოღონდ გააჩნია რისი მიმართულებით შიში. გამართლება იქნება შიში, სანქციების, დასავლეთის ა.შ აი ამ გაღრმავების, კიდევ უფრო ამ პრობლემის დაკავება იქნება შიში, საკუთარი "შავრაზმული" ელექტორატის წინაშე და ამას არასდროს კარგისკენ არ მიუყვანია არავინ, თუმცა დაკავება იქნება რაღაც თვალსაზრისით გადადგმული ნაბიჯი რუსეთისკენ. თუ რამე არგუმენტი მეტყველებს ხვალ დაკავების სასარგებლოდ ეს არის სწორედაც, რომ რუსეთისკენ სავალი გზის დამოკლება კიდევ უფრო მეტად. იმიტომ, რომ გასაგებია რომ შეუმჩნეველი დარჩეს, მე რომ ვარ იმიტომ კი არა, რომ ნებისმიერი თქვენგანი, რომ იყოს ამ ვითარებაში ეს იქნება ერთადერთი ის ნაბიჯი, რომ შემდეგი ჩვენი შეფასება იქნება ავტოკრატიული რეჟიმი, 60-დან 69-ზე რომ ჩამოვედით ჩავალთ 120-ე ადგილზე მედიათავისუფლებით. ეს ნიშნავს ერთადერთ რამეს, რომ ასე ვთქვათ ერთადერთ გასაძრომ ხვრელად "ქართული ოცნება" იტოვებს რუსეთისკენ მიმავალ გზას", - ამბობს ნიკა გვარამია.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განაჩენს "რუსთავი 2"-ის საქმეზე დღეს, 10:00 საათზე გამოაცხადებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა