თეგებით ძიება

ნიკა გვარამია იქნა აყვანილი პოლიტიკურ პატიმრობაში - დიმიტრი საძაგლიშვილი

ნიკა გვარამიას ადვოკატი, მისი დაპატიმრების შესახებ მოსამართლის მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებს.

"სამართლებრივ შეფასებას არანაირი აზრი არ აქვს და არც მე არ ვაპირებ ამის გაკეთებას. ერთადერთი რამის თქმა მინდა საქართველოს მოსახლეობისთვის, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ევროკავშირში წარდგენილი განაცხადი და ჩვენი დასავლეთთან ინტეგრაცია დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ კითხვაზე რა პასუხი გასცა საქართველოს ხელისუფლებამ, მწარედ ცდება. სინამდვილეში ჩვენ ვნახეთ დღეს ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული საკმაოდ აშკარა არჩევანი რუსეთის სასარგებლოდ. კოლაბორაციონისტმა ხელისუფლებამ აშკარად აირჩია რუსეთის მხარე იმ გლობალურ ბრძოლაში, რაც ახლა მიმდინარეობს რუსეთის წინააღმდეგ.

დემოკრატიულ და დასავლურ სახელმწიფოებში კრიტიკული მედიასაშუალების დირექტორებს არ იჭერენ და არ დევნიან განსხვავებული აზრის გამო. ვფიქრობ, რომ ყველა მოქალაქეს უნდა აწუხებდეს ეს. მედიის წარმომადგენლების მიმართაც კი რეპრესიული მანქანა ამოქმედდა და უკვე ნიკა გვარამია იქნა აყვანილი პოლიტიკურ პატიმრობაში. მისი გათავისუფლებაც, ბუნებრივია იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, ისევე როგორც დაჭერა იყო," - განაცხადა საძაგლიშვილმა.

ცნობისთვის, "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია და მასთან ერთად ბრალდებული კახაბერ დამენია სასამართლომ დამნაშავედ ცნო, ზურაბ იაშვილი კი უდანაშაულოდ აღიარა. ნიკა გვარამიას სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა