თეგებით ძიება

სალომე ზურაბიშვილმა დაუყოვნებლივ უნდა შეიწყალოს ნიკა გვარამია - რომან გოცირიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე "მთავარი არხის" დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრებას ეხმაურება და პრეზიდენტს მოუწოდებს, იგი დაუყოვნებლივ შეიწყალოს.

„ვიდრე ეს პროცესი უკიდურესად დიდ ზიანს არ მიაყენებს ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, სალომე ზურაბიშვილმა დაუყოვნებლივ უნდა შეიწყალოს ნიკა გვარამია. ივანიშვილი მჭიდრო კავშირშია რუს ოლიგარქებთან, მთელი მისი ქონება რუსეთში არის ნაშოვნი. ის, ფაქტობრივად, რუსეთის რეჟიმს ემსახურება და თავისი ქმედებებით ძირს უთხრის დემოკრატიას ქვეყანაში. ეს იყო პირდაპირ, მიზანმიმართულად ტელეკომპანია „მთავარის“ დასახურად გადადგმული ნაბიჯი. შემდეგ რიგში სხვები იქნებიან, რადგან ამ ხელისუფლების კრიმინალურ და ფინანსურ დანაშაულებს მხოლოდ თავისუფალი მედია ავლენს. ეს არავის შერჩება.

რაც შეეხება პერსპექტივას, სააპელაციო სასამართლო ისეთივე ყურმოჭრილია, როგორც ეს სასამართლო და სამარცხვინო მოსამართლე, რომელიც ისტორიაში შევა, როგორც სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ მებრძოლი დამნაშავე. სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც ხანდახან უყვარს უცხოეთში პოზიორობა და კეკლუცობა, სანამ ეს პროცესი არ დააზიანებს ქვეყანას, ერთხელ მაინც გადადგას ღირსეული ნაბიჯი და შეიწყალოს ნიკა გვარამია“, - განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია და მასთან ერთად ბრალდებული კახაბერ დამენია სასამართლომ დამნაშავედ ცნო, ზურაბ იაშვილი კი უდანაშაულოდ აღიარა. ნიკა გვარამიას სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა