თეგებით ძიება

საქართველოში პირველად, კანიონზე 240 მეტრის სიმაღლეზე გადაჭიმული მინის ხიდი იხსნება

წალკის (დაშბაშის) კანიონზე 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი და სხვადასხვა ატრაქციები, მათ შორის, რესტორანი და ზიპლაინი იხსნება. ინფორმაციას „ბიზნესპარტნიორი“ ავრცელებს, რომელიც პროექტის განმახორციელებელი კომპანია KASS LAND-ის დირექტორს ესაუბრა. ეკა თოდუას თქმით, ღონიძიება 14 ივნისსაა დაგეგმილი.

ეკა თორდიას ინფორმაციით, აშენდა ეკოტურისტული ბილიკები, ვიზიტორთა ცენტრი, მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე სასტუმრო, კოტეჯი, რესტორანი და სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყო. როგორც თორდიამ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, საწყის ეტაპზე, ფუნქციონირებას 20 კოტეჯი დაიწყებს. ამავე სეზონზე კოტეჯების რაოდენობა 62-მდე გაიზრდება. რაც შეეხება სასტუმროს, მისი გახსნა მომავალი წლისთვის იგეგმება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა