23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ, ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა:
ვერძი
ინვესტიცია კარგ შემოსავალს მოგიტანთ. ენერგიულები იქნებით და დღეს საინტერესოდ გაატრებთ. სამსახურში დრო სწორად გაანაწილეთ, რათა პრობლემები არ შეგექმნათ. მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს და გადატვირთულ მოძრაობას. თუ სიყვარულს ეძებთ, მას მალე იპოვით.
კურო
მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის კარგი მდგომარეობა შეინარჩუნოთ. სამსახურში თქვენ მიერ შესრულებული დავალება ყველას აღაფრთოვანებს. ოჯახის წევრების მიმართ უფრო მეტი თანაგრძნობა გამოხატეთ. შეყვარებულთან კამათმა შესაძლოა ურთიერთობა დაძაბოს.
ტყუპები
ჯანსაღი კვება ენერგიით აგავსებთ. ინვესტიციის ჩასადებად შესაფერისი დროა. მოგზაურობა არც ისე საინტერესო და სახალისო აღმოჩნდება. ფინანსური კუთხით დადებითი ცვლილებებია მოსალოდნელი. საპირისპირო სქესის წარმომადგენელი თქვენ მიმართ ინტერესს გამოხატავს.
კირჩხიბი
ახალი ინვესტიცია თქვენს ფინანსურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. ღონისძიებაზე კარგ დროს გაატარებთ. დავალება დროულად დაასრულეთ და დედლაინს არ გადააცილოთ. მეგობრებთან ერთად პიკნიკი ძალიან სახალისო იქნება. ქონების გასაყიდად კარგი დროა. თქვენი რომანტიკული ურთიერთობა მალე დასრულდება.
ლომი
რთული სამუშაო დღე გექნებათ და ბევრ წინააღმდეგობას შეხვდებით. ოჯახში არსებულ უთანხმოებას მალე მოაგვარებთ. თქვენი პოზიტიური განწყობა ყველას დადებითად დამუხტავს. შესაძლოა ახალი სახლი შეიძინოთ. ნუ იჩქარებთ ახალი ურთიერთობის დაწყებისას.
ქალწული
სანამ ინვესტიციას ჩადებთ ყველა დეტალი წინასწარ გათვალეთ. სირბილი და სიარული დაგეხმარებათ სასურველი ფორმა შეინარჩუნოთ. ოჯახთან ერთად სასიამოვნო დროს გაატარებთ. ფინანსური კუთხით იღბლიანი დღეა. შემთხვევითი შეხვედრა შესაძლოა ხანგრძლივ რომანტიკულ ურთიერთობაში გადაიზარდოს.
სასწორი
მოულოდნელი ხარჯები ფინანსურ პრობლემებს შეგიქმნით. ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციეთ. პროექტის დასრულებას ბევრი დრო დასჭირდება. მოგზაურობა ძალიან საინტერესო იქნება. საყვარელ ადამიანთან გულწრფელი იყავით და არაფერი არ დაუმალოთ.
მორიელი
ფინანსურ პრობლემებს მარტივად მოაგვარებთ. თუ განვითარება გინდათ აუცილებლად მიყევით თქვენს ოცნებებს. ოჯახის წევრები ყველა თქვენს გადაწყვეტილებას მხარას დაუჭერენ. საყვარელ ადამინთან ერთად რომანტიკულ საღამოს გაატარებთ.
მშვილდოსანი
ჯანსაღი ცხოვრების წესი კარგია თქვენი ჯანმრთელობისთვის. სამსახურში შესაძლოა დაგაწინაურონ, რაც თქვენს შემოსავალზე დადებითად აისახება. კარგია დაგეგმოთ მოგზაურობა და დაისვენოთ. გამორიცხული არ არის, საინტერესო ადამიანს შეხვდეთ და რომანი დაიწყოთ.
თხის რქა
მოგიწევთ ხარჯები შეამციროთ და ახალი შემოსავლის ძიება დაიწყოთ. სამუშაოს შეცვლა თქვენი დღის რეჟიმს მთლიანად შეცვლის. ქონებრივი დავა თქვენს სასარგებლოს დასრულდება. ოჯახთან და მეგობრებთან ერთად მოგზაურობა ძალიან სახალისო იქნება.
მერწყული
ჯანმრთელობის კარგ მდგომარეობას შეინარჩუნებთ. ოჯახის წევრების ნეგატიური განწყობა სახლის მშვიდ ატმოსფეროს შეცვლის. სოციალურ ფრონტზე თქვენი პოპულარობა გაიზრდება. გამორიცხული არ არის, კოლეგის მიმართ სიმპატია გაგიჩნდეთ.
თევზები
თქვენი ფინანსური მდგომარეობა მალე დასტაბილურდება. მემკვიდრეობით შესაძლოა ქონება მიიღოთ. სამსახურში წარმატებული დღე გექნებათ და ახალ დავალებას მიიღებთ. მოგზაურობა დაუვიწყარი ემოციებით აგავსებთ. ვარჯიში თქვენს ჯანმრთელობას გააუმჯობესებს.