თეგებით ძიება

2021 წელს საქართველოს მოსახლეობის შემოსავლები გაიზარდა - საქსტატი

საქსტატის ინფორმაციით, 2021 წელს, წინა წელთან შედარებით, საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლები მოცულობა 13,9%-ით, 1,36 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. აქ როგორც ფულადი, ისე არაფულადი სახსრები იგულისხმება.

როგორც კვლევაში წერია, 2021 წელს ერთი შინამეურნეობის საშუალოთვიური შემოსავალი 1 221 ლარი იყო — ეს წლიურად 11%-იან ზრდას ნიშნავს. ამასთან, იმავე პერიოდში ერთ სულზე საშუალოთვიური შემოსავლების მოცულობა 13,5%-ით არის გაზრდილი და 364,8 ლარს უტოლდება.

2021 წელს საქართველოს მოსახლეობის მიერ მიღებული შემოსავლების 86% ფულადი შემოსავლები და ტრანსფერტები იყო, რაც, თავის მხრივ, კატეგორიების მიხედვით ასე ნაწილდება:

დაქირავებული შრომიდან მიღებული შემოსავალი — 45,9%;
პენსიებიდან, სტიპენდიებიდან, დახმარებებიდან მიღებული შემოსავალი — 22,6%;
თვითდასაქმებიდან მიღებული შემოსავალი — 10,2%;
საჩუქრად მიღებული ფული — 8,8%;
სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი — 6,9%;
უცხოეთიდან მიღებული გზავნილები — 4,3%;
ქონებიდან (გაქირავებიდან, პროცენტი ანაბრიდან) მიღებული შემოსავალი — 1,3%;
საქსტატის კვლევა საქართველოს მოსახლეობის ხარჯების შესახებ ინფორმაციასაც მოიცავს. ანგარიშში წერია, რომ 2021 წელს ქვეყნის მოსახლეობის საშუალოთვიური ხარჯების მოცულობა წლიურად 14,4%-ით, 1,29 მილიარდ ლარამდე გაიზარდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა