"პირად ცხოვრებაში ცვლილებების შეტანისთვის კარგი პერიოდია. ასე რომ, ნუ დაკავდებით კამათითა და საქმეების გარჩევით, სიყვარულით დაკავდით" - რამაზ გიგაური
ასტროლოგი, რამაზ გიგაური ვენერას კუროს ზოდიაქოში გადავასვლასთან დაკავშირებით, ასტროლოგიურ პროგნოზს აკეთებს:
"ხვალიდან ვენერა კუროს ზოდიაქოში გადავა (იქ დარჩება 23 ივნისამდე).
ეს ვენერას ძალიან კარგი პოზიციაა, ამიტომ გრძელვადიანი ურთიერთობებისთვის დაწყებისთვის და საერთოდ, პირად ცხოვრებაში ცვლილებების შეტანისთვის ძალიან კარგი პერიოდი იქნება.
ასე რომ, ნუ დაკავდებით კამათითა და საქმეების გარჩევით, სიყვარულით დაკავდით.
ჰარმონიას და სიმშვიდეს გისურვებთ!
ვენერას ინგრესია და ზოდიაქოს ნიშნები
+: კურო, ქალწული, თხის რქა, კირჩხიბი, თევზები (ასევე ყველა, ვისაც პირად ჰოროსკოპში ვენერა კუროს ზოდიაქოში აქვს);
+/-: ვერძი, ტყუპი, სასწორი, მშვილდოსანი;
-: ლომი, მორიელი, მერწყული", - წერს გიგაური.