ბიძინა კულუმბეგოვი ალერგიასთან დაკავშირებით საზოგადოებას აფრთხილებს
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი, 30 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით, მცენარეული ალერგენების გავრცელების პროგნოზს აქვეყნებს და მოქალაქეებს აფრთხილებს.
"ერთ-ერთი მაღალი ალერგენული თვისებების მქონე ბალახოვანი მცენარეების, მარცვლოვნების (Poaceae) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია არ შეიცვლება და კვლავ მაღალ ნიშნულზე დაფიქსირდება.
ერთეული სახით დაფიქსირდება ასევე: ჯვაროსნების (Brassicaceae), მრავალძარღვას (Plantago) და მჟაუნას (Rumex) მტვრის მარცვლებიც.
მუხამ (Quercus), წიფელმა (Fagus) და ფიჭვმა (Pinus) დაასრულეს დამტვერვა.
ყვავილობა დაიწყო ცაცხვმა (Tilia) და ზეთისხილმა (Olea). მიმდინარე კვირის განმავლობაში დაფიქსირდება მათი მტვრის მარცვლებიც ერთეული სახით.
სოკოების: ალტერნარიას (Alternaria) და კლადოსპორიუმის (Cladosporium) სპორების კონცენტრაცია არ შეიცვლება და დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდება.“ - აცხადებს ექიმი.