ამოცანაა, რაც შეიძლება მეტს გავაგებინოთ, რამდენად სახიფათოა ივანიშვილის რეჟიმი - გიგა ბოკერია
ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ამბობს, რომ "ივანიშვილის რეჟიმი აგრძელებს და შემდგომშიც გააგრძელებს ამ უტიფარ, უზნეო, უსინდისო, მარტივ, მაგრამ ეფექტურ პროპაგანდას, ყველა ოპონენტის და, მათ შორის, ირიბად დასავლური სამყაროს დემონიზებას".
"ეს პროცესი გაღრმავდება და გამწვავდება. ჩვენი ამოცანაა, მთლიანად ქართული საზოგადოების და არა რომელიმე ერთი პარტიის, ყველას, ვისაც სურს, რომ იხილოს თავისუფალი, დაცული, უსაფრთხო სამყაროს წევრად საქართველო, ისაა, რომ ამ პროპაგანდის ნიაღვარის ფონზე რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავაგებინოთ, რამხელა საფრთხეა ივანიშვილის რეჟიმი ჩვენი მომავლისთვის და რომ ამ რეჟიმის პირობებში ჩვენ ნულოვანი შანსი გვაქვს, რომ დავიცვათ თავისუფლება, გავაღწიოთ სამშვიდობოს და დავბრუნდეთ თავისუფალ სამყაროში", - ამბობს ბოკერია.