"მსოფლიო და მედიცინის ისტორიაში მუდამ ჩნდებოდა, ჩნდება და გაჩნდება ახლად წარმოქმნილი ინფექციები" - თენგიზ ცერცვაძე
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ "იმედის დღის“ ეთერში ინფექციების გაჩენის შესახებ ისაუბრა.
"მსოფლიო და მედიცინის ისტორიაში მუდამ ჩნდებოდა, ჩნდება და გაჩნდება ახლად წარმოქმნილი ინფექციები. უნდა შევეგუოთ, რომ ეს სულ ასე იქნება, ეს არის ბუნების, ვირუსებისა და ბაქტერიების კანონზომიერება. ჩვენ ყოველგვარი პანიკის, თითოეულზე მწვავე რეაგირების გარეშე უნდა ვისწავლოთ ამ ვირუსების კოორდინირებული მართვა და თანამშრომლობა მედმუშაკებსა და პაციენტებს შორის და არ არის საჭირო ჭარბი ემოციები“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.