თეგებით ძიება

"დღეს ირაკლი კობახიძემ სასიკვდილო განაჩენი გამოუცხადა მიხეილ სააკაშვილს" - ნიკა გვარამია

"მთავარი არხის" დირექტორი, ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც მესამე პრეზიდენტის გადაყვანა საზღვარგარეთ, სამკურნალოდ, კატეგორიულად გამორიცხა.

"დღეს ირაკლი კობახიძემ სასიკვდილო განაჩენი გამოუცხადა მიხეილ სააკაშვილს. გამოვიდა და ისაუბრა დიაგნოზებზე, მკურნალობის ფორმებსა და შესაძლებლობებზე და რაც მთავარია, სასამართლოს გადაწყვეტილება სასჯელის გადავადებასთან და უცხოეთში გადაყვანასთან დაკავშირებით, პრაქტიკულად წინასწარ დააანონსა და განაცხადა, რომ ასეთი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული.
დღეს ირაკლი კობახიძემ პოლიტიკური განაჩენი გამომიტანა მეც. მეტიც, ეს განაჩენი კიდევ უფრო მძიმეა და კიდევ უფრო ღიად პოლიტიკური, ვიდრე მოსამართლე ჩხიკვაძის განაჩენი." ნათქვამია ნიკა გვარამიას მიმართვაში.

მისივე თქმით, კობახიძე მიზანმიმართულად ტყუის, როცა ამბობს, რომ პეტრო პოროშენკოსა და იგორ დოდონს იმაზე ნაკლები დანაშაული აქვთ ჩადენილი, ვიდრე ნიკა გვარამიას. როგორც ის წერს, მსგავსი განცხადებები აზრს უკარგავს საქართველოს სასამართლო სისტემისთვის მიმართვას როგორც მისი, ისე მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში რადგან კობახიძე წინასწარ ახმოვანებს მის უკან მდგომი ივანიშვილის გადაწყვეტილებებს, რომელსაც სასამართლო გამოიტანს. ამავე დროს, ნიკა გვარამიას შეფასებით, ეს განცხადებები მნიშვნელოვნად დაეხმარება მასაც და მესამე პრეზიდენტსაც ქვეყნის გარეთ სამართლებრივ დავაში, თუმცა ცუდი გავლენა ექნება ქვეყნის ევროინტეგრაციაში:

"ეს განცხადებები მიზნად არ ისახავს მხოლოდ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ციხეში სიკვდილის და ჩემი პოლიტიკური პატიმრობის სახელისუფლებო დაკვეთას ეს განცხადებები მიზნად ისახავს საქართველოს ევროინტეგრაციის მიზანმიმართულ საბოტაჟს და ჩვენი ქვეყნის ისტორიული შანსის მოსპობას" ნათქვამია ნიკა გვარამიას მიმართვაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა