"საქართველო და მოლდოვა ჯერ არ არიან მზად ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად“ - ესტონეთის პრემიერი
ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ საქართველო და მოლდოვა არ არიან მზად ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
"ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ივნისის სამიტისთვის მივაღწიოთ შეთანხმებას. და, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, უკრაინამ მიიღოს მკაფიო პირობები - როგორ მიაღწიოს კანდიდატის სტატუსს. რა თქმა უნდა, მოლდოვისა და საქართველოს საკითხიც განიხილება, მაგრამ, ვფიქრობ, ისინი ჯერ არ არიან მზად. ცხადია, ჩვენ ყველას თანაბრად ვუჭერთ მხარს, მაგრამ ყველა ამ სახით არ უჭერს მათ მხარს. ყველა, ვინც გაწევრიანდა ევროკავშირში, აკმაყოფილებდა კრიტერიუმებს - რეფორმებს ვგულისხმობ და ესტონეთსაც მოუწია იგივე გზის გავლა და რეფორმების 18 წლის წინ გატარება. ეს გულისხმობს ანტიკორუფციულ რეფორმას, კანონის უზენაესობის უზრუნველყოფას. ეს არის ევროკავშირის ღირებულებები. თუ აკმაყოფილებ ამ პირობებს, მაშინ კანდიდატის სტატუსს იღებ. ეს არის პრინციპი", - თქვა კალასმა.