თეგებით ძიება

გაზის ტარიფი იზრდება – როდიდან შევა ძალაში გადაწყვეტილება?

მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან რეგიონებში არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, ბიზნესისთვის გაზის ტარიფი იზრდება.

შპს “თელავგაზის“, “სოკარ ჯორჯია გაზის“, „საქორგგაზის“ და „ინტერ გაზის“ საცალო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, 1მ3 ბუნებრივი გაზის ფასი განისაზღვრება 1,38 ლარით დღგ-ს ჩათვლით. აღნიშნულის შესახებ განცხადებები თავად კომპანიებმა გაავრცელეს.

„ბუნებრივი გაზის ბაზარზე არსებული რეალობის შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, რაც განპირობებულია მსოფლიო ბაზარზე ენერგომატარებლებზე ფასების მკვეთრი ცვლილებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ბუნებრივი გაზის ფასის კორექტირებაზე,“ – ნათქვამია კომპანიების განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ „სოკარ ჯორჯია გაზმა“, “თელავი გაზმა” და „ინტერ გაზმა“ ტარიფი ბოლოს 2021 წლის 1-ლი დეკემბრიდან გაზარდეს. შედეგად, დღემდე – 1მ3 ბუნებრივი გაზის ფასი ყველა ბიზნეს-აბონენტისთვის 1.15 ლარი იყო დღგ-ს ჩათვლით.

ჯერჯერობით უცვლელი რჩება საყოფაცხოვრებო ტარიფი, რომელიც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ არის დადგენილი 2023 წლამდე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა