თეგებით ძიება
31. 05. 2022 სპორტი

"რუსეთიდან შემოთავაზება მივიღე" - სოსო ჯაჭვლიანი

„მსოფლიოს ფედერაციის მიერ საერთაშორისო შეჯიბრებებს ჩამოშორებულმა რუსეთის მკლავჭიდის ფედერაციამ გადაწყვიტა სევასტოპოლში ჩაატაროს ალტერნატიული მსოფლიოს თასი, რომელშიც კიდევ ერთი დისკვალიფიცირებული – ბელარუსის ნაკრებიც ჩაებმება“, – ამის შესახებ მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტმა, სოსო ჯაჭვლიანმა განაცხადა.

მისი თქმით, გაჩნდა საშიშროება, რომ მსოფლიოს მკლავჭიდის ფედერაციისგან დისკვალიფიცირებულმა ქართველმა მკლავჭიდელებმა რუსეთის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღონ.

მისივე თქმით, რუსეთიდან მას პირადად დაურეკეს და ალტერნატიულ მსოფლიოს თასზე საქართველოს ნაკრების მონაწილეობა შესთავაზეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა