"სპასიბა" ყველაფრისთვის - აქცია-პერფორმანსი მთავრობის ადმინისტრაციასთან (ვიდეო)
"სპასიბა" ყველაფრისთვის - ამ სახელით "გირჩი მეტი თავისუფლების" წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან პერფორმანსი გამართეს.
პარტიამ ვიდეო გაავრცელა, სადაც პრემიერ ღარიბაშვილის რეგიონებში ვიზიტის ფარგლებში იმ მოქალაქეების ხმა ისმის, რომლებიც მას მშვიდობისთვის, მართლმადიდებლობისთვის და აღმშენებლობისთვის მადლობას უხდიან.