"გარკვეული მოვლენები დამუხრუჭდება...მოსალოდნელია კრიზისების გაძლიერება" - რა ასტროლოგიურ ტენდენციებს დაუკავშირდება სატურნის რეტროგრადული მოძრაობა?
რა ასტროლოგიურ ტენდენციებს დაუკავშირდება სატურნის რეტროგრადული მოძრაობა? - ამ სათაურით ასტროლოგიურ პროგნიზს სოციალურ ქსელსი აქვეყნებს ასტროლოგი, რამაზ გიგაური.
"[5 ივნისი - 23 ოქტომბერი]
5 ივნისს სატურნი მერწყულის ზოდიაქოს 26-ე გრადუსიდან რეტროგრადულ მოძრაობას დაიწყებს. მისი ეს ციკლი თითქმის 4,5 თვეს გაგრძელდება და 23 ოქტომბერს დასრულდება (ამ დღეს სატურნი მერწყულის მე-19 გრადუსში იქნება განთავსებული).
ასტროლოგიაში სატურნი წინაღობების და პრობლემების პლანეტად მოიაზრება. მისი პრინციპი ეს არის სტრუქტურირება და სისტემატიზირება.
კლასიკურ ასტროლოგიაში სატურნი ყველა „ხილული პლანეტის“ წინააღმდეგობად ითვლება. მაგალითად, თუ მზე ენერგიას გვაძლევს, სატურნი - ამ ენერგიას გვართმევს (მზე ასტრონომიაში ვარსკვლავია, თუმცა ასტროლოგიაში პლანეტად მოიაზრება). მთვარე თუ კვებას უკავშირდება, სატურნი უკვე მარხვა და შიმშილია. მერკური - შემეცნებაა, სატურნი „გვახსენებს“, რომ ადამიანის გონება შეზღუდულია. ვენერა - სიყვარულისკენ, პარტნიორობისკენ და კომფორტისკენ გვიბიძგებს, სატურნი ასკეტიზმს „ქადაგებს“. მარსი - მოქმედება, ხოლო სატურნი გვამუხრუჭებს. იუპიტერი - აფართოებს, სატურნი - ავიწროებს.
სატურნი ყოველ წელს რეტროგრადულ დაახლოებით 4,5 თვე მოძრაობს და ასტროლოგიური თვალსაზრისით უკან 6-7 გრადუსით იხევს.
სატურნი ანელებს პროცესებს, ხოლო რეტროგრადული მოძრაობის დროს ბევრი პროცესი თავიდან გადასახედი ხდება, რათა გამოსწორებული იქნას ის სისტემური შეცდომები, რომლებიც წარსულში იქნა დაშვებული.
სატურნი - ეს არის მიღწეულის შენარჩუნება, შენარჩუნება, გამყარება. რეტროგრადული ფაზა კი იძლევა ხელახლა მიბრუნებას იმ ყველაფრის მიმართ, რაც ჯერ არამყარია და საბოლოო განმტკიცებას იწვევს.
ცხადია გარკვეული მოვლენები დამუხრუჭდება და ეს ეხება როგორც პოლიტიკას, ისე ეკონომიკას. მოსალოდნელია მთელი რიგი კრიზისების გაძლიერება. უპირატესობა მიენიჭება არა ახალი სივრცეების ათვისებას, არამედ უკვე ათვისებულის შენარჩუნებას, გაძლიერებასა და დაცვას.
ჯანმრთელობის კუთხით მოსალოდნელია ძვალ-სახსროვანი სისტემების და ხერხემლის პრობლემების შექმნა. ასევე ეს შეეხება კბილებსა და კანს. ამიტომ იმ ადამიანებს, ვისაც ამ კუთხით ქრონიკული პრობლემები აწუხებთ, მოსალოდნელია ამ ყველაფრის გააქტიურება. ამიტომ აუცილებელი გახდება გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარება.
რეტროგრადული სატურნი და ზოდიაქოს ნიშნები:
ბუნებრივია, რეტროგრადული სატურნის ფაზა შედარებით სასიკეთო იქნება იმ ადამიანებისთვის, ვისაც პირად ჰოროსკოპში რეტროგრადული სატურნი აქვთ. ეს ადამიანები სწორედ ამ 4,5 თვიან პერიოდში მოაგვარებენ ბევრ პრობლემას და შეძლებენ იმ წინაღობების გადალახვას, რომლებსაც ადრე ვერ ახერხებდნენ;
მნიშვნელოვანი იქნება იმ ადამიანებისთვის, ვისაც პირად ჰოროსკოპში დომინანტური სატურნი აქვთ (სატურნი - თხის რქაში ან სასწორში, ასევე მზე, ასცენდენტი ან სტელიუმი თხის რქაში);
ასევე 8-15 თებერვალს დაბადებული ადამიანებისთვის, რადგან ტრანზიტული სატურნი სწორედ ამ დროს დაბადებული ადამიანების პირად ჰოროსკოპში ნატალურ მზეს შეუერთდება. ის კი გამოიწვევს გარკვეულ დამუხრუჭებას იმ ასტროლოგიურ სახლთან დაკავშირებით, სადაც კონკრეტულ ადამიანს ნატალური მზე აქვს განთავსებული
ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით, სატურნის ეს ციკლი საყურადღებო იქნება თხის რქებისთვის, ასევე კუროებისთვის, ლომებისთვის, მორიელებისთვის და მერწყულებისთვის", - წერს გიგაური.