თეგებით ძიება

"სულ მაქვს შიში, რომ ახლა უცებ არ გაიშოტოს ჩემს წინ" - გიული ალასანია სააკაშვილზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, ძალიან მძიმე საყურებელია, როგორ იფიტება მისი შვილი, რომელსაც ერთ დროს უშრეტი ენერგია ჰქონდა.

"ძალიან დიდი იმედი მაქვს ამ ექიმების, ამ ჯგუფის. უკვე დეტალურად, გადაწყვეტილება არის მისაღები, ნამდვილად ძალიან მძიმედაა, კი ცდილობს ხოლმე რაღაც არ შემამჩნევინოს, მაგრამ მე სულ მაქვს შიში, რომ ახლა უცებ არ გაიშოტოს ჩემ წინ, იმიტომ, რომ ადამიანი ძაფზე კიდია.

გადაყვანა უსათუოდ, რატომ იცით, ცალ-ცალკე ეს დიაგნოზები, რომლებიც მას აქვს დასმული აქაც შესაძლებელია მოევლოს, მაგრამ ბევრი როცა ერთად იყრის თავს, როგორც თვითონ ექიმები ამბობენ, ასე ერთად, არ ჰქონიათ ამის გამოცდილება ჩვენთან", - ამბობს გიული ალასანია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა