თეგებით ძიება

გიორგი გახარია - მზად ვარ კომპრომისზე წავიდე. მაშინ, როდესაც საქმე ეხება საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, ეშმაკსაც უპრობლემოდ გავუწვდი ხელს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე, გიორგი გახარია ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მზადაა კომპრომისზე წავიდეს და ითანამშრომლოს, როგორც ოპოზიციასთან, ისე ხელისუფლებასთან.

როგორც "პალიტრანიუსის" ეთერში გახარიამ განაცხადა, მაშინ, როდესაც საქმე ეხება საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, ეშმაკსაც უპრობლემოდ გაუწვდის ხელს.

რაც შეეხება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას, გახარიას შეფასებით, უმჯობესია გავჩუმდეთ, ვინაიდან „ევროპარლამენტარებს ვეუბნებით, რომ ჩვენ უფრო ევროპელები ვართ ვიდრე თქვენ და აშშ მეორე ფრონტით გვაშანტაჟებს“, რაც სისულელეა.

„მზად ვარ კომპრომისზე წავიდე ყველასთან, ვისთვისაც სახელმწიფოს ინტერესები დგას პირად და პარტიულ ინტერესებზე მაღლა. მაშინ როდესაც საქმე ეხება საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, ეშმაკსაც უპრობლემოდ გავუწვდი ხელს. როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ნიკა მელიას და კობახიძეს კი არა, ვისაც გინდა იმას ჩამოვართმევ ხელს, ეს არის მიდგომა. მაგრამ, როდესაც ეს ხალხი ერთმანეთს რაღაცას აბრალებს, მაშინ უბრალოდ ვეუბნები, რომ გაჩუმდით! 3 კვირა რა გახდა ვერ ვხვდები, არ შეუძლიათ სხვა რამეზე ილაპარაკონ?! რა უკეთესია, რომ გამოვიდნენ და სტრატეგიულ პარტნიორებს ღალატი ან ახალი ფრონტის გახსნა დააბრალონ?

ეს კარები დაიკეტება, ვინმეს ხომ არ ჰგონია, რომ ჩვენი ევროპული პერსპექტივის აჩქარება შესაძლებელია ამ ომის გარდა, ახლა ეს შესაძლებლობა არსებობს. 2024 წელს რომ შეიტანდნენ განაცხადს, იქ ხომ საერთოდ ვარსკვლავებს მოწყვეტდნენ, ვერაფერსაც ვერ იზამდნენ. ამიტომ, ჯობია გავჩუმდეთ, ევროპარლამენტარებს ვეუბნებით, რომ ჩვენ უფრო ევროპელები ვართ ვიდრე თქვენ და აშშ მეორე ფრონტით გვაშანტაჟებსო, რა სისულელეა. წარუმატებლობის შემთხვევაში ეს მარცხი ყველა ჩვენგანის იქნება, პასუხისმგებლობა კი პოლიტიკოსების“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა