საბედისწერო ასპექტები - ასტროლოგი ჯონი დეპისა და ემბერ ჰარდის სინასტრიულ ჰოროსკოპს აქვეყნებს
რა საბედისწერო ასპექტებს ვხვდებით ჯონი დეპის და ამბერ ჰერდის შეთავსებით (სინატრიულ) ჰოროსკოპში?!, - ასტროლოგი, რამაზ გიგაური ჰოლივუდელი ვარსკვლავების სკანდალური დაშორების შემეგ, მათ ურთიერთობის ნიუანსებს ასტროლოგიურად ხსნის:
"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, გადავწყვიტე მოკლედ განმეხილა ჯონი დეპისა და ამბერ ჰერდის სინასტრიული ჰოროსკოპი.
I პარტნიორი
ამბერ ჰერდი
22 აპრილი 1986
14:00
ოსტინი. ტექსასი
II პარტნიორი
ჯონი დეპი
9 ივნისი 1963
8:44
ოუენსბორო. კენტუკი
ამბერ ჰერდის მზის ნიშანია კურო, ხოლო ჯონი დეპის - ტყუპი. შესაძლებელია თუ არა, რომ კუროსა და ტყუპის ნიშნით დაბადებულმა წყვილმა ბედნიერად იცხოვროს? ცხადია. თუმცა ჩვენ არ ვსაუბრობთ ზოგად შეთავსებაზე (მათი მზის ნიშნით), არამედ მათ შეთავსებით ჰოროსკოპზე (სინასტრიული, ანუ შეთავსებითი ჰოროსკოპი - ეს არის ორი კონკრეტული ადამიანის პირადი ჰოროსკოპების ურთიერთშეთავსება)
ამ სინასტრიულ (შეთავსებით) ჰოროსკოპში ყურადღებას იქცევს რამდენიმე ძლიერი „დრაივერი“:
ამ შეთავსებიუთ ჰოროსკოპში პოზიტიური დრაივერია ვენერა-ვენერას შეერთება. დეპის ვენერა კუროს 27-ე გრადუსშია განთავსებული, ჰერდის ვენერა კი კუროს 26-ე გრადუსში. ეს იძლევა ძლიერ მიჯაჭვულობას, ასევე სასიყვარულო და სექსუალური კუთხით მიზიდულობას. მითუმეტეს, რომ ეს ხდება კუროს ნიშანში, სადავ ვენერა თავის დადებით თვისებებს მაქსიმალურად ავლენს. ადამიანებს, რომლებსაც ვენერა-ვენერას შეერთება აქვთ, ერთმანეთის მიმართ ძლიერი სექსუალური მიჯაჭვულობა ახასიათებთ (მსგავს გავლენას იძლევა ვენერა-მარსის შეერთებაც).
თუმცა ამ შეთავსებით ჰოროსკოპში ვხვდებით საკმაოდ ნეგატიურ „დრაივერებსაც“:
პირველი, ჰერდის მარსისა და დეპის მთვარის შეერთებაა. ერთი მხრივ ეს არის ენერგია და აგრესია, მეორე მხრივ კი ემოცია. ეს შეერთება ხდება თხის რქის ნიშანში, სადაც მარსი ეგზალტირებულია, ხოლო მთვარე კი გამოძევებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰერდის ენერგია და აგრესიული ფონი „კეტავს“, ბლოკავს დეპის ემოციას (რომელიც ისედაც რთულად ავლენს ემოციას, რადგან მთვარე მისთვის დისჰარმონიულ ნიშანში იმყოფება). მარსი-მთვარის შეერთება ნატალურ ჰოროსკოპზეიც კი მიანიშნებს იმპულსურობასა და აგრესიულ ემოციაზე. მითუმეტეს, ეს საკმაოდ ძლიერად ვლინდება სინასტრიულ ჰოროსკოპში, სადაც მარსი-მთვარის შეერთება მიუთითებს აგრესიაზე. თუმცა ისე არ უნდა გავიგოთ, რომ აქ დეპი მსხვერპლია. დეპის ნატალურ ჰოროსკოპში ვხვდებით მარსი-ურანის შეერთებას, რომელიც მის ფეთქებადობასა და მოუთმენლობაზე მიანიშნებს. მითუმეტეს, რომ ორივე პარტნიორს ასცენდენტი ლომის ნიშანში აქვთ, რაც ზღვარგადასულ სიამაყეზე და საკუთარი ეგოს გადამეტებულად წარმოჩენაზე მიანიშნებს. ამას აძლიერებს ისიც, რომ ჰერდის მთვარე ასევე ნეგატიურ ასპექტშია დეპის იუპიტერთან, რაც მიანიშნებს პარტნიორის მიმართ გადაჭარებული მოთხოვნებსა და მისი ვერ დაკმაყოფილებაზე, რაც ჰერდს წონასწორობას აკარგვინებს (მთვარე სასწორის ნიშანში).
ყველაზე ნეგატიურ ფაქტორებს, რასაც ამ შეთავსებაში ვხვდებით, ეს არის დეპის შავი მთვარის (ლილიტის) და ჰერდის პლუტონის შეერთება, ასევე ამ შავი მთვარის დაპირისპირება ჰერდის მზესთან. შავი მთვარის მსგავსი პოზიციები ხშირად აძლიერებს დამანგრეველ ფაქტორებს. ასტროლოგიური თვალსაზრისით პლუტონი ეს არის ფართო მასები, მასშტაბური ენერგია, ხოლო მზე - შინაგანი სამყარო, ღირსების განცდა, თვითშეფასება, აღიარება, წარმატება (როგორც მე-5 სახლის სიმბოლური მმართველი). ფაქტობრივად, დეპი ჰერდისთვის საბედისწერო კაცად იქცა - შეუქმნა მას მასშტაბური პრობლემები, დააკარგვინა რეპუტაცია (ჰერდის მზისა და დეპის შავი მთვარის დაპირისპირება) და არ გამოირიცხება ამ ყველაფერს ჰერდის უძრავი ქონებაც მიჰყვეს, ანუ ჰერდმა უძრავი ქონებაც დაკარგოს, რადგან ჰერდის ჰოროსკოპში პლუტონი მე-4 სახლს მართავს.
კიდევ ერთი ნეგატიური „დრაივერია“ დეპის მზისა და ჰერდის ურანის დაპირისპირება (სიტუაციის მოულოდნელი გაუარესება, დაპირისპირება, კონფლიქტები). მითუმეტეს, რომ ურანი დეპის ჰოროსკოპში მე-7 სახლს მართავს (ქორწინება, განქორწინება, სასამართლო).
!!! სწორედ ამიტომ, სინასტრიულ ჰოროსკოპში მაქსიმალურ ყურადღებას ითხოვს მზის, მთვარის, ვენერას, მარსის და შავი მთვარის ურთიერთკავშირი. ამ მნათობების, პლანეტებისა თუ ფიქტიური პლანეტების სასიკეთო კავშირები მიუთითებს ჰარმონიულ ქორწინებასა და ბედნიერ ცხოვრებაზე, ხოლო ნეგატიური ასპექტები და არასასიკეთო შეერთებები კი კონფლიქტებსა და დაპირისპირებებზე", - წერს გიგაური.